მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.

ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.

63-ე წუთისთვის
ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.

საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
გაყიდეს აბა რა ქნეს ! შეცდომა რომ არა ის ლელოც არ უნდა დაედოთ შეთანხმების თანახმად, მაგრამ წოუცდა ხელი და ქე დადო სავეამ. ახლა არ აპატიებს ჰანდიკაპით არ წაგებას რაგბის ფედერაცია ზელანდიას და მხოლოს თანხის ნახევარს გადაუხდის და სავეას ხელებს დაამტვრევენ!
გამოაშტერა ხალხი ფსონების გამაზვამ !!!
17:17 01-11-2019
0
turme churshi zis is vinc fiqrobs rom tamashebi iyideba. rom vnaxe tamashi imitom vambob zelandias sheedzlo da ar itamasha. zogs axlac gonia fexburtshic ar ewyoba tamashebi. martivad agixsnit vitom profesorebs tu tamashi ett shedegze daitviarta is asiani gatydeba tu chemi ar gjeravt cota waikitxet rame totalizatori arasdros agebs.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული