ამაშუკელი არა მხოლოდ პირველი ქართველი რეფერი, არამედ ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო თასს მოემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საუკეთესო მსაჯი მსოფლიო თასზე მივლენილ კოლეგებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსია.
„ნიკას მოხვედრა 2023 წლის მსოფლიო თასზე არა მხოლოდ მისი პერსონალური, უდიდესი მიღწევაა,
„ნიკა ამაშუკელთან 2018 წლიდან ვმუშაობ და ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა შრომა და „მსხვერპლი“ გაიღო მან აქ მოსახვედრად. ამ აღიარებას წინ უძღოდა, მოედანსა და მის მიღმა უდიდესი შრომა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ. მთავარია ბევრი იშრომო, იყო მზად და ყველაფერს მიაღწევს“ – აღნიშნავს მაკქიუ.
Rugby.ge