დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტად დე ფრანსზე გამართულ მსოფლიოს თასის ფინალში სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია 12:11 დაამარცხა, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, 27-ე წუთიდან მოყოლებული "ოლ ბლექსი" კაცნაკლული თამაშობდა, მოედნიდან კაპიტანი, სემ კეინი გააძევეს, შეხვედრაში ერთადერთი ლელო 58-ე წუთზე ბოდენ ბარეტმა დადო, თუმცა გარდასახვა გააცუდა და წინ გასვლის შანსი გაანიავა.

მიუხედავად კაცნაკლული თამაშია ზელანდიელებმა თავიანთი შანსი მაინც მიიღეს, 73-ე წუთზე შორეული დარტყმების სპეციალისტმა, ბოდენ ბარეტმა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიიღო, გატანის შემთხვევაში ანგარიშში 2 ქულით დაწინაურდებოდა,
თუმცა მიზანს მცირედით ააცილა და სამხრეთ აფრიკამ ტიტულის დაცვა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდით დავიწყოთ იქედან, რომ რაგბის მამებმა ,,დამარხენ და დაასიკვდილენ" სპორტი სახელად რაგბი.. შექმნენ რასისტული იმიჯის ელიტა ლიგა და სხვა დანარჩენ ქვეყნები ვირთხების კასრში ჩატოვენ, 2030 წელს მოვალთ და დაგხედავთ რომელი იქნებით ცოცხალიო..
ახლა ფინალი
გუშინდელი ფინალი იყო რაგბის სირცხვილიი.. როდესაც ერთი გუნდის წევრს აწითლებ 27 წუთზე და სრულიად იდენტური ჯარიმისთვის მხოლოდ 10 წუთიან ჯარიმას აკისრებ მეორე გუნდის წევრს..
დიმიტრი
15:21 29-10-2023
7
1მა წითელმა ბარათმა, მთელი თამაში გააფუჭა, მეოთხედფინალების 2 თამაშთან ახლოსაც ვერ მივიდოდა ეს თამაში.
მიხო
16:30 29-10-2023
3

სიახლეები პოპულარული