"უმცროსი ბორჯღალოსნები" თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს ეწვივნენ და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ.
ერთი კვირის წინ საქართველოში (თბილისი და ქუთაისი) დასრულებულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-10 ადგილი დაიკავეს და პლანეტის 12 უძლიერესს შორის გაისადაც ითამაშებენ.
ეს შეხვედრა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით შედგა. მიღება დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, ის გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"უმცროს ბორჯღალოსნებს" სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემაც
შეხვედრის დასასრულ, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით