ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
დღეს 11 ივლის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორმა, ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც სასიხარულო ინფორმაცია გაჟღერდა, რაც ამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ, პირველი ხელშესახები სიგნალია.

6 ერის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, 2018 წლის მაისიდან 20-წლამდელთა ექვსი ერის გარდა, რომელიც ტრადიციულად თებერვალ-მარტში ტარდება, ყოველწლიურად (მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ) გაიმართება ახალი ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ:

"20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა!
გაისად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მაისში გაიმართება ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდები, საქართველო და რუმინეთი ითამაშებენ. ჯერ არ ვიცით რა ფორმატით ჩატარდება ეს ტურნირი, მაგრამ უკვე მივიღეთ შეთავაზება, რომ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში. ესაა ის ბონუსი, რაც ამ ტურნირის მასპინძლობის შედეგად მივიღეთ".

საქართველოს რაგბის კავშირმა ექვსი ერისგან ამ ახალ ტურნირზე უკვე მიიღო მიწვევის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, რომლის ორიგინალს და თარგმანს აქვე გთავაზობთ:

"6 ერის საორგანიზაციო კომიტეტი

22 ივნისი, 2017 წ.

საქართველოს რაგბის კავშირის
პრეზიდენტს
ბ-ნ გ. სვანიძეს

ბატონო გოჩა,

წინამდებარე წერილით, პატივი მაქვს მოვიწვიო საქართველო და რუმინეთი 6 ერის ეგიდით ორგანიზებული ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ტურნირი განკუთვნილი იქნება 19-წლამდელი ან 20-წლამდელი მორაგბეებისთვის, მასში მონაწილეობას მიიღებს 6 ერის ყველა ქვეყანა, რაც რაგბი ევროპის წარმომადგენელი გუნდების სისტემატურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურნირი გაიმართება ყოველწლიურად მაისის თვეში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ; მასში საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობა დაიგეგმება, რომ ხელი შეეწყოს ორივე ამ ქვეყნის განვითარებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მათ არსებულ სატურნირო ვალდებულებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ რაგბი ევროპას, მონაწილეობა მიიღოს ტურნირის დაგეგმვასთან დაკავშირებულ შეხვედრებში. ტურნირის კოორდინირებას და ჩატარებას ითავებს 6 ერის დუბლინის საორგანიზაციო კომიტეტი.

ჩემის აზრით, საკითხის განხილვისა და დეტალების მსჯელობის დაწყების მიზნით, ეფექტური იქნებოდა საქართველოს და რუმინეთის რაგბის კავშირების წარმომადგენლებისა და რაგბი ევროპის მესვეურების შეხვედრა 6 ერის აღმასრულებელ დირქტორთან ჯონ ფიანთან.

პატივისცემით, პეტ უილანი

6 ერის საბჭოს თავმჯდომარე"

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 24 /
თუ ბონუსი ჩვენთვის იყო, მაშინ რა შუაშია რუმინეთი? რა წარმატების გამო მიიღო მანაც? ანუ სხვა რამეშია სინამდვილეში საქმე?
ლევანი
11 ივლისი 2017 23:46
1
კარგა ხანია ესეთი კარგი ამბავი არ მიგვიღია დუბლინიდან. გაააასწორააააა
tengocie
11 ივლისი 2017 22:13
0
შესანიშნავია,ყოჩაღ ფედერაციას და ახალგაზრდულ ნაკრებს.თვალი ვეღარ დახუჭეს.წინსვლაში ძალიან დაგვეხმარება.
სოსო
11 ივლისი 2017 22:08
0
დაძრულა ყინული. ყოჩაღ ფედერაცია, ყოჩაღ ბიჭებო!
გიგლია
11 ივლისი 2017 21:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული