პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 22:10 მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო დაგვიდეს, გამოცდილების ხაჯზე თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 31:27 მოიგეს. თუმცა, უნდა ითქვას, დებიუტანტის კვალობაზე ჩვენმა გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა.
შემდეგ მატჩს "ბათუმი“ 21 ოქტომბერს 15:00 საათზე სახლში, "რაგბი არენაზე" გერმანიის "ჰაიდელბერგთან“ ჩაატარებს. პლეი- ოფში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. ფინალში გამარჯვებული კი, მომავალი წლიდან "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში იასპარეზებს.