"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტური ფარის" გათამაშების პირველ მატჩში სტუმრად იტალიაში „როვიგოს“ შეხვდა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 22:10 მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო დაგვიდეს, გამოცდილების ხაჯზე თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 31:27 მოიგეს. თუმცა, უნდა ითქვას, დებიუტანტის კვალობაზე ჩვენმა გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა.

შემდეგ მატჩს "ბათუმი“ 21 ოქტომბერს 15:00 საათზე სახლში, "რაგბი არენაზე" გერმანიის "ჰაიდელბერგთან“ ჩაატარებს. პლეი- ოფში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. ფინალში გამარჯვებული კი, მომავალი წლიდან "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაში "ბათუმის" ფეისბუქი-გვერდზე ვნახე (თუმცა სულ ჭედავდა). ორივე გუნდმა ძალიან უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. არ მეგონა ქართული გუნდი იტალიურთან თუ შერკინებებს წააგებდა. ზოგადად, ბათუმი ფიზიკურად სუსტად არის მომზადებული. ჩემი აზრით, 2 ნორმალური კლუბი მაინც უნდა შევქმნათ, თუმცა ფული არ არის. უნდა გამოვნახოთ რაღაც საშუალებები, რადგან ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა ჩვენს რაგბის წინ წაწევს.
gogig
19:24 14-10-2017
1
იქნებ ნორმალური ჩანაწერი დაგედოთ,თუ საშუალებაა.პირველი თამაშია ისტორიაში და მაინც საინტერესო იქნება.თამაშს კი პრაქტიკულად ვერ ვუყურე,ჭედავდა.
სოსო
12:39 15-10-2017
0

სიახლეები პოპულარული