დამარცხების მიუხედავად "ბათუმი" ჯგუფში პირველ ადგილზე დარჩა

AutoSharing Option
‘ბათუმი’ ‘ვიადანას’ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 19 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 4 ლელო გაუშვა და 4-ის ნაცვლად მხოლოდ 1 ბონუს ქულას დასჯერდა - 27:31.

მიუხედავად ამისა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება, რადგან მისი სამივე კონკურენტი დამარცხდა. იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ ‘ბათუმის’ მომავალმა მეტოქემ, რუმინეთის ჩემპიონმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ 15:13 სძლია და „ა“ ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი იტალიური კლუბი ‘პეტრარკა’ გერმანიაში ‘ჰაიდელბერგთან’ 15:19 დამარცხდა, ხოლო ‘როვიგომ’ პორტუგალიის ჩემპიონი ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ 45:7 გაანადგურა. ამრიგად, ‘ბათუმს’ 8 ქულა
აქვს და პირველ ადგილზეა, მას ქულით ჩამორჩება ‘კალვიზანო’ და 2-ით ‘პეტრარკა’, ხოლო პორტუგალიელებს 4 ქულა აქვთ.

იტალიაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი ‘ბათუმმა’ მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა. ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, აკონტრლებდნენ ბურთს და დროს უმეტესად შეტევაში ატარებდნენ. პირველი ლელო მე-5 წუთზე სანდრო ქოიავამ გაიტანა, მე-14 წუთზე 5-მეტრა შერკინებიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეუტია და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. ბახვა კობახიძემ ორივე გარდასახა და სტუმრები 14:0 დაწინაურდნენ.

მასპინძლებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მერე ‘ბათუმი’ ორჯერ იყო ახლოს ლელოს გატანასთან და საბოლოოდ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო კობახიძემ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა ცენტრიდანაც გაიტანა და ანგარიში 27:5 გახდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთი ლელოს გატანით ‘ბათუმი’ გამარაჯვებასთან ერთად შინ ბონუს ქულასაც წამოიღებდა და ფლეი ოფშიც ნაადრევად გავიდოდა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ‘ვიადანა’ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რაც ორ ლელოში მალევე ასახა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა გაითამაშა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. დასკვნითი წუთები იტალიელებმა შეტევებში გაატარეს და რეფერიმ ერთმანეთის მიყოლებით სამი ბათუმელი მორაგბე გაასინბინა, ბოლო წუთზე კი, მოლის ჩაქცევისთვის 12 სტუმარი საჯარიმო ლელოთიც დასაჯა და ‘ვიადანამ’ 31:27 იმარჯვა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
სტატია საკმაოდ დაბალ ინფორმაციულია,კომენტარებიც,შეფასების კუთხით, საკმაოდ განსხვავებული,თუ ამ ხალხმა სადღაც უყურა თამაშს,ესე იგი რაღაც გადაცემა მაინც იყო და იქნებ თქვენც დადოთ ფრაგმენტები მაინც, ან უფრო დაწვრილებითი მიმოხილვა დაგედოთ.ასეთი წაგება არა ლოგიკურია და წყენასთან ერთად ინტერესსაც იწვევს.
სოსო
20:31 10-12-2017
0
ეს იყო მაგალითი ტუტუცური მსაჯობისა მე ძალიან სშორს ვცხოვრობ აჭარიდან მაგრამ ბათუმი ღირსეული გუნდია რომელნაც დააამტკიცა რომ ქართული რაგბი ბევრად წინაა ვიდრე იტალიიურიი
აკინ
19:03 10-12-2017
1

სიახლეები პოპულარული