3 200 ადამიანის ტევადობის სტადიონზე 20 იანვარს რუსული "კრასნი იარი" ინგლისურ "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "ავჭალის" სტადიონმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. "ავჭალის" სტადიონზე ნატურალური ბალახის საფარია.
აქვე გეტყვით, რომ რუსული კლუბის შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე: გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე თამაშობენ, ხოლო "ლონდონ აირშის" ღირსებას ლაშა ლომიძე იცავს.