"ბათუმმა" "კონტინენტის ფარისთვის" შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანა

AutoSharing Option
"ბათუმის" სამწვრთნელო შტაბმა "ტიმიშოარა-სარასენსთან" გასამართი განმეორებითი მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი განაცხადი უცვლელად დატოვა და როტაციის პრინციპი, მხოლოდ ერთი გადაადგილება განახორციელა.

კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, რომელიც გასულ შაბათს მარქაფაში იყო, ძირითადში დაწინაურდა, ხოლო გიორგი თედორაძემ თადარიგში გადაინაცვლა.

13 იანვარს, კონტინენტის ფარის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რუმინეთის ჩემპიონმა "ტიმიშოარა-სარასენსმა" ბათუმში 11:6 იმარჯვა და განმეორებითი შეხვედრის წინ 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. საპასუხო მატჩი 20 იანვარს კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და სასურველი სხვაობით მოგების შემთხვევაში "ბათუმი" ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე გერმანულ "ჰაიდელბერგსა" და იტალიურ
"კალვიზანოს" შორის გამარჯვებული იქნება (პირველი მატჩი "ჰაიდელბერგმა" გერმანიაში 34:29 მოიგო).

თუ ბათუმელებმა სტუმრად 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს, დაინიშნება ორი 10-წუთიანი დამატებითი ტაიმი და თუ 20 წუთის შემდეგაც თანაფარდობა იქნება, დაითვლება ლელოების ჯამი და აქაც ფრის შემთხვევაში შესრულდება შუთაუთები.

კონტინენტის ფარის მეორე ნახევარფინალში რუსული კლუბები - "ენისეი" და "კრასნი იარი" ითამაშებენ, რომლებიც ამ სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობენ. ორრაუნდიანი ნახევარფინალები აპრილში გაიმართება და ორი ფინალისტი მომავალი სეზონის ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

კონტინენტის ფარის ფინალურ შეხვედრას, რომლის მიზანი მხოლოდ ევროთასების მესამე დონის ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენაა, მაისში ესპანეთი, ბილბაო უმასპინძლებს.

კონტინენტის ფარი | მეოთხედფინალი. განმეორებითი მატჩი

20 იანვარი. კლუჟი. 16 საათი

ხაზი (ბექები):
15. ბახვა კობახიძე, 14. ნიკა ნინიძე, 13. დავით ტრაპაიძე, 12. გიორგი გოგიტიძე, 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი,10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები):
1. ზურაბ ერისთავი (კაპ.), 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. არჩილ ალიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა:
16. გიორგი თედორაძე, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. ამირან მიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. ნუკრი ფერსელიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული