საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც 8-დღიან შეკრებას გაივლის და მის ფარგლებში მსოფლიო სერიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავს. ამის შესახებ შეთანხმება დუბაის ტურნირზე 7-კაცას მთავარ მწვრთნელ ზაზა ლეჟავასა და ბლიცბოკეს (სამხ. აფრიკის 7-კაცა) სამწვრთნელო შტაბს შორის მოხდა. ერთობლივი ვარჯიშები 23-25 თებერვალს სტელენბოშის ლეგენდარულ მოსამზადებელ ბაზაზე გაიმართება.

სამხრეთ აფრიკაში 15 მოთამაშე მიდის, რომელთაგან 5-ს 7-კაცა ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. ესენი არიან ილია სპანდერაშვილი, დავით მესხი, ლუკა იურინი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი მიქანაძე. რამდენიმე მოთამაშეს 7-კაცა ნაკრებში დიდი
ხანია არ უთამაშია და ახლა მეორე შანსი ეძლევათ:

"ვნახავთ რამდენიმე ახალ ბიჭს, დავაკვირდებით მათაც, ვისაც დიდი ხანია 7-კაცაში აღარ უთამაშია. სამხრეთ აფრიკაში ვიმუშავებთ ტაქტიკაზე, ტექნიკაზე, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ აღდგენას, მოტივაციას და დისციპლინას“.

მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენი 7-კაცა ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, "ბორჯღალოსნებით" გაძლიერდება:

"მქონდა საუბარი მილტონ ჰეიგთან და მან მითხრა, რომ მოსკოვის ეტაპზე ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშის დამატების საშუალება გვექნება, ხოლო სექტემბერში, დასკვნით, პოლონეთის ეტაპზე, უძლიერესი გუნდით წარვდგებით“.

ევროპის გრან პრის პირველი, მოსკოვის ეტაპი 20-21 მაისს გაიმართება და საქართველო "ა“ ჯგუფში რუსეთთან, საფრანგეთთან და შვედეთთან ითამაშებს.

სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან:

ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), დავით მესხი (არმია), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მიქანაძე (არმია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფ, ფედერალ 1), ლუკა იურინი (ლიონი) გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ნიკო აფციაური (არმია), გიორგი აბრამიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული