საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საკონტროლო მატჩები გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს სამხრეთაფრიკულ შეკრებას ასრულებს. მწვრთნელებმა კეიპტაუნში 15 მორაგბე იახლეს და სტელენბოშის ბაზაზე 8 დღე ივარჯიშეს.

გუნდი სამხრეთ აფრიკაში 20 თებერვალს გაემგზავრა და პირველი ორი დღე დამოუკიდებლად ემზადებოდა, 23-25 თებერვალს კი სამხრეთ აფრიკის მეორე ნაკრებთან ერთობლივი წვრთნები ჰქონდა.

26 თებერვალი აქტიურ დასვენებას დაეთმო. ქართველმა მორაგბეებმა და სამწვრთნელო შტაბმა ზღვის დონიდან 1085 მეტრზე მდებარე "მაგიდის მთა" დალაშქრეს, 27 თებერვალს კი თამაშები გამართეს.

დღის პირველ ნახევარში ჩვენმა 7-კაცამ სამხრეთ აფრიკის მეორე გუნდთან და "ვესთერნ პროვინსის" აკადემიასთან უკონტაქტო რაგბი ითამაშა და
ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო.

საღამოს ქართველებმა ასევე სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე მყოფ გერმანიის 7-კაცა ნაკრებთან ორი სრულფასოვანი შეხვედრა ჩაატარეს და ერთი ლელოებით 3:5 დათმეს, ხოლო მეორე 6:2 მოიგეს.

სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე იყვნენ:

ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), დავით მესხი (არმია), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მიქანაძე (არმია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფ, ფედერალ 1), ლუკა იურინი (ლიონი) გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ნიკო აფციაური (არმია), გიორგი აბრამიძე (აია).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი ყურადღება ჭირდება ამ სახეობას აშკარად, ოლიმპიური სახეობაა და ერტადერთი შანსი გუნდურ სახეობაში რომ მოვხვდეთ ოლიმპიადაზე აქ გვაქვს...
Irakli Apkhaidze
16:21 28-02-2018
0

სიახლეები პოპულარული