საქართველოს 7-კაცა ხვალ ურუგვაიში მიემგზავრება, სადაც 8-10 მარტს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე მონტევიდეოში ითამაშებს.

ჩვენმა გუნდმა პირველ, დუბაის ეტაპზე, 5-იდან ორი თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა.

შედეგად, ის მონტევიდეოში "ა" ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები დუბაის ეტაპის გამარჯვებული კენია, ტონგა (მე-6 დუბაიში) და პორტუგალია (მე-10) იქნებიან. "ბ" ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა მოხვდნენ; "გ" ჯგუფში კი გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი ითამაშებენ.

შეცდომების გამოსასწორებლად

მწვრთნელებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ, უკვე შეარჩიეს 12 მოთამაშე. დუბაის ეტაპის შემდეგ გუნდში სამი ცვლილებაა. მონტევიდეოში ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე და დავით იმნაძე მიდიან.

„პირველ ეტაპზე უკეთეს შედეგს ველოდით, თუმცა დუბაიში დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე წარმატების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო. ამას არავის და არაფერს ვაბრალებთ და ვმუშაობთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. დუბაიში იყო უდისციპლინობა, გაგვიფუჭდა ბევრი ბოჭვა და 7-კაცაში ამის დაზღვევა ძალიან რთულია“ – ამბობს ლაბაძე და განაგრძობს:

„მეტი მოთმინება გვმართებს. ურუგვაიში გამგზავრებამდე გვქონდა ორი 3-3-დღიანი შეკრება. ვეცდებით, გამოვასწოროთ დაფიქსირებული შეცდომები, გამოვასწოროთ გამძლეობა, ავწიოთ სათამაშო ტემპი, უკეთესები ვიყოთ ბოჭვებისას და დაკიდებულ ბურთებზე თამაშისას. მოკლედ რომ ვთქვა, ვეცდებით, ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ და თუ ეს გამოგვივა, შედეგიც უკეთესი იქნება“.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მალხაზ ჯობავა
წარმატებები ლომებს!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება