"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ჰაუელსი გადადგა

AutoSharing Option
რუმინეთის ნაკრების 67 წლის უელსელი თავკაცი ნილ ჰაუელსი გადადგა და შემდეგი განაცხადა:

"რთული გადაწყვეტილებაა. ბოლო 5 წელი ჩვენი გუნდისთვის კარგი იყო. შესანიშნავ ნაკრებში ვმუშაობდი, დიდი სიმაღლეები დავიპყარით და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ. მე 100%-ით ვიხარჯებოდი. ეროვნულ გუნდს გამარჯვებებს ვუსურვებ".

ჰაუელსი რუმინეთის ნაკრებს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ვლახებმა 70 მატჩიდან 48 მოიგეს. მათ შორის ყველაზე წარმატებული შეხვედრები იყო: 2013 წელს ტონგასთან (19:18), 2016-ში აშშ-სთან (23:10), 2017-ში საქართველოსთან (8:7) და 2017-ში სამოასთან (17:13).

ჯერ უცნობია ვინ დაინიშნება რუმინელთა გუნდის თავკაცად.

შეგახსენებთ, მათი ნაკრები 18 მარტს თბილისში "ბორჯღალოსნებს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ადმინ,ჩვენი მატჩების გარდა რაგბი ევროპაზე სხვა გუნდბიც თამაშობენ,ხომ შიძლება მათი შედეგები მაინც დადოთ ხოლმე?ასევე 6 ერის პირველობაზეც კრინტს არ სძრავთ.ეს ხომ რაგბის საიტია და შედეგები მაინც დადეთ რა!
სოსო
10:26 12-03-2018
0
"რუგერ ინფოდან" დააკოპირეთ?
mamuka
02:33 12-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული