ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იაპონიის, უგანდისა და ჩილეს ნაკრებები არიან. პირველ ორს 6 აპრილს ვეთამაშებით, მესამეს - 7-ში და ამავე დღეს გავმართავთ მეოთხედფინალურ მატჩს, ხოლო 8 აპრილს ფინალური მატჩები შედგება.
სხვა ჯგუფებში ირლანდიის, ურუგვაის, იამაიკის და კუკის კუნძულების, ასევე, გერმანიის, ჰონგ-კონგის, პაპუა ახალი გვინეის და ზიმბაბვეს ნაკრებები თამაშობენ.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა ფიქრობს, რომ დღეში ორ-ორი თამაშის ჩატარება ჩვენთვის შედარებით მარტივი იქნება:
"დღეში ორი
"ბორჯღალოსნებით" გაძლიერებული
ზაზა ლეჟავამ ჰონგ-კონგში რამდნიმე ისეთი მორაგბე წაიყვანა, რომელთაც "ბორჯღალოსნებში" თამაშის გამოცდილება აქვთ, თუმცა 7-კაცაში ჯერ არ უთამაშიათ.
"ჰონგ-კონგში რამდენიმე ისეთი ბიჭი მიგვყავს, რომელთაც 7-კაცა ჯერ არ უთამაშიათ. გიორგი კვესელაძე ჩვენთან პირველადაა. მან ზაფხულში საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე სეუ-ში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საუკეთესო ფორმაშია ანზორ სიჭინავა და ის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. მას 7-კაცა ადრე აქვს ნათამაშები, თუმცა ჩვენთან პირველადაა. ლუკა იურინი სამხრეთ აფრიკაში გვყავდა და ძალიან მომეწონა. 7-კაცას პირველად ითამაშებს ილია სპანდერაშვილი, რომელიც ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამძლე მოთამაშეა. ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.
გამოცდილები არიან ნიკო აფციაური, ლევან გოგოლაშვილი და ზურაბ ძნელაძე. ჩვენთან დუბაიში იყვნენ გიორგი მჭედლიშვილი და ირაკლი სვანიძე, ასევე, გიორგი გოგოლაშვილი. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ტურნირი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე იყო აკაკი ტაბუცაძე. გუნდს საბა შუბითიძე უკაპიტნებს, რომელსაც 7-კაცა ადრეც უთამაშია და ჭკვიანი ბიჭია".
ლეჟავას ჰონგ-კონგში კიდევ რამდენიმე "ბორჯღალოსნის" წაყვანა სურდა, მაგრამ სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარს" კონტინენტის ფარის ნახევარფინალი ჰქონდა სათამაშო, ხოლო თაზო მჭედლიძის "აჟენი" ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის და 7-კაცას ევროპის გრან-პრიზე, მოსკოვის ეტაპისთვის მაისში დაემატება.
ჰონგ-კონგში ითამაშებენ:
1. ირაკლი სვანიძე (ჯიქი),
2. საბა შუბითიძე (აკადემია),
3. გიორგი კვესელაძე (არმაზი),
4. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი),
5. გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი),
6. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი),
7. გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი),
8. ზურაბ ძნელაძე (აია),
9. ნიკო აფციაური (არმია),
10. ილია სპანდერაშვილი (არმაზი),
11. ანზორ სიჭინავა (აკადემია),
12. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით