მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

AutoSharing Option
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგ პროცესზე მისი მეგობარი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე დაიკითხა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა.

როგორც გიორგი ლომინაძემ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტელეფონში იხედებოდა და დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, ”რა დროსაც რაღაც დაბრკოლების გამო მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება”.
პროკურორის კითხვაზე, თუ ტელეფონში იხედებოდა, როგორ შეამჩნია დაბრკოლება რომ იყო, ლომინაძე განმარტავს, რომ მან ეს ავტომობილის მოძრაობით იგრძნო.

პროკურორმა მოწმეს პირველი ჩვენება შეახსენა, სადაც ის ამბობდა, რომ
არ ახსოვდა, რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი და თავდაპირველად არ უთქვამს დაბრკოლების შესახებ. ამის გამო პროკურორმა მიიჩნია, რომ განცხადებები არის სხვადასხვა და გამოძიებას აინტერესებს, რომელი ჩვენებაა სწორი.

მოწმე განმარტავს, რომ დეტალები შემდგომ გაახსენდა, მაგრამ შინაარსობრივად მისი განმარტებები იდენტურია.

"ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩემი მეუღლე, ხუთი თვის ორსული იჯდა ავტომობილში და ვიცი, როგორ გადაადგილდებოდა. სულ ერთად ვართ, არასოდეს მერაბს ჩქარა არ უვლია. მე დეტალები მერე გავიხსენე, თუმცა განცხადებები ანალოგიურია", - განაცხადა გიორგი ლომინაძემ.

პროცესზე მხარეები დასაკითხ პირებზე შეთანხმდნენ. მომდევნო პროცესი კი 30 აპრილს ჩაინიშნა.

საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმართლის თქმა არ გინდათ? უნამუსოები ყოფილხართ.
სტატუს ქუო
06 აპრილი 2018 12:07
6
კარგით, რა.მე მეგონა რაგბისტები ყველაფერში ვაჟკაცები იყვნენ და ამათ კი ტყუილები ცოდნიათ,მიუნჰაუზენი მიმიქარავს.თავის გადასარჩენად კაცმა ყველაფერი არ უნდა იკადრო.სიმართლის აღიარება უფრო დაგამშვენებდა მეკო.
status quo
06 აპრილი 2018 11:15
12
Dzaan atasworad afasebt xalxo ragaceebs da gtxovt tavi sheikavot ragbistebze da mekoze zaubrisgan roca araferi icit kargia saubariii
Kzzk
10 ნოემბერი 2018 23:05
2
sheeshvit bicho ak kacs daanebet tavi mandamainc tavi unda moiklas? :)
!!!!!!!
06 აპრილი 2018 10:38
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული