დაჭრილი მორაგბე ლაშა საჯაია რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

AutoSharing Option
ზემო ვეძისში გუშინ სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი ადამიანიდან ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ფილტვში მიყენებული ჭრილობის გამო გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

გუშინ სროლის შედეგად 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან სამს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ისინი პალატებში განაგრძობენ მკურნალობას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული