დაჭრილი მორაგბე ლაშა საჯაია პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ვეძისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი მორაგბე ლაშა საჯაია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან პირველ კომენტარს აკეთებს.

რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მომხდარის დეტალებს იხსენებს, თუმცა ვინ იყო თავდამსხმელი ან რა მიზეზით, მისთვის უცნობია.

საჯაიას თქმითვე, ის იმ პირებს არ იცნობს, რომლებმაც მისი მისამართით სროლა განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვეძისში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან სამს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ისინი პალატებში განაგრძობენ მკურნალობას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლებით, რაც
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი აბა არ იცნობს. პროსტა ქურდულს აწვება. წაიყვანეს რაგბისტი ძმაკაცი რაზბორკაზე და მოექცა საცერივით
daviti
09:29 12-04-2018
1
განზრახ მკვლელობის მცდელობა როგორ არის,თუ ოთხივე დაჭრილია და გასროლები გულმკერდის ან მუსლის არეში არ წარმოებულა...
status quo
08:05 12-04-2018
7

სიახლეები პოპულარული