"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ჩანდა რომ ირლანდიასთან ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ძალა და ენერგია წაიღო და ცოტა გადაღლილები ჩანდნენ იაპონიათან.
დიდი მადლობა ჩვენს პატარა ძმებს ამ დიდი სიხარულისთვის.თქვენ ხართ თავდადების, სიმტკიცის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი ყველასათვის.
WTF
13 ივნისი 2018 09:47
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
სოხუმელი ვეტერანი
13 ივნისი 2018 09:27
0
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი დღე უკვე წარსულია და თითქოს ემოციაც დაცხრა, გუშინდელი თამაშის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის და სიამაყის ცრემლი მერევა, რომ საქართველოს ყავს ღირსეული შვილები, რომლებიც თავის ქვეყნისთვის მუდამ შეუპოვრად იბრძვიან და ახარებენ ქართველებს. ღმერთი იყოს კაცებო თქვენი შემწე.
stig
13 ივნისი 2018 09:15
0
ტოჩიმ ხო დატოვა იაპონელები გაცინებული ამათმა კი ხო საერთოდ გენაცვალეთ.
xvadaga
13 ივნისი 2018 08:28
0
ცოტა მონდომებით წერეთ რა!
თაფლაძის ლელოზე აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა?!
ქართველი
13 ივნისი 2018 08:19
0
პირვრლად ვაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ვარ გულშემატკივარი რომელიც გამარჯვებისას ყოველთვის იმაზე მეტად აღფრთოცანებულია ვიდრე ჩვეულებრივ, დამარცხებას ძალიან ძალიან განიცდის და არ სურს არავის მოსმენა რადგან ნაკლს მეც კარგად ვხედავ.
დღეს დავინახე რომ ჩემს გარდა გამარჯვების ყიჟინა ჩვენი ყველასი ისეთი მოტივაციაა რომ ერთად დგომის და წინსვლის საშუალებას გვიქადის, ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს ძალას რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ყიჟინის მოსასმენად, არ ვიცი რამდენად კრიტიკულები შეიძლება ვიყოთ ხვალ მაგრამ დღეს გამარჯვების ხმაღალი ყიჟინა მინდა რომ მთელს მსოფლიოს გავაგონო. ლომები და შეუდრეკელნი, შეცდომებს ვუშვებთ ყველა მაგრამ ვინც დიდებისკენ არ ისწრაფვის ის შეცდომებსაც არ უშვებს. მიყვარს საქართველო და ქართული ხასიათი - შეუპოვრობა, ბოლო წამამდე არასდროს დანებდე საქართველოოოოო
ყოჩაღ
13 ივნისი 2018 02:21
0
ბრძოლისუნარიანი დანაყოფი!
:)

გენაცვალეთ გულში!!!!
გელა
13 ივნისი 2018 01:42
0
რაღა დავწერო? -
რა ენა გადმოსცემს ამ სიხარულს?
რა ენა გაწვდება ამ ბიჭების ქებას!

სულმოუთქმელად ველი თქვენ სიტყვას მთავარ ნაკრებში!!

ჰა როგორი ჩაკრულო და ჰერიო ბიჭები გვყავს!!!!
კახა
13 ივნისი 2018 01:38
0
ოჰოჰოჰოოოო!!
დიდუ, რა იყო ეს ჰა?

კიდევაც დაიზრდებიან!!
მადლობა ამ კაცების მშობლებს!!!
გელა
13 ივნისი 2018 00:38
0
იაპონელებო გამოდით ტოში მოდის უკან პატარა(რაღა პატარა, სიყვარულით) ბორჯღალოსნები ნამდვილი ლომები მოყვებიან.
კახა
13 ივნისი 2018 00:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული