"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც გვჩუქნიან!!! მადლობა ყველა იმას, ვინც ამ სიხარულის თანაავტორია!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
13 ივნისი 2018 12:04
0
საოცრად დრამატული თამაში იყო, ეს თამაში რო წაგვეგო არ ვიცი რა... იაპონიის ნაკრები იყო თუ წყნარი ოკეანის კუნძულების? მაღალი დონის მწვრთნელი რო ყოლოდა ამ ნაკრებს გაცილებით მეტს მიაღწევდნენ... ჯაფარიძემ პირველ ტაიმში რეები აკეთა ლამის გავგიჟდი... ჯალაღონია და აბჟანდაძე სხვა პლანეტაზე არიან...
Musenbezi
13 ივნისი 2018 11:51
1
სანამ ჩვენებზე ვიტყოდე მინდა პატივისცემა გამოვხატო იაპონელებსის მიმართ საწჭკურა კი არა სამურაებივით იბრძოლეს. ეს იყო ორი ღირსეული გუნდის ჯახი. ჩვენმა ბიჭებმა ანახეს ის თამაში რისთვისაც რაგბი მიყვარს. შოტლანდიასთან რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს ჩვენი გამოსვლა ან ჩემპიონათზე წარმატებული იყო , მაგრამ თუ შოტლანდიაც გავაგორეთ რო იტყვიან საქმეზე მარილი მოაყარაო ის იქნება. ირლანდიელებს კი ცუდათ აქვთ საქმე, საკურებთან ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით.
irakli81
13 ივნისი 2018 11:11
1
დიდი მადლობა ბიჭებს ქართული რაგბის ახალ საფეხურზე აყვანისათვის.

მართლაც რომ 68-წუთისთვის წარმოუდგენლად ჩანდა ამ თამაშის მოგება. მაგრამ ბიჭებმა ეს შეძლეს წარმოუდგენელი თავგანწირვის ხარჯზე.
ძალიან მაგარი თაობა მოდის რაგბიში. ამ ბიჭებს ყველა გუნდთან შეუძლიათ ტოლ სწორად თამაში.
ბოლო თამაში კვირას შოტლანდიასთანაა და შედეგის მიუხედავად ეს ბიჭები უკვე გმირები არიან.
მთელმა გუნდმა იომა ბოლომდე , გადამწყვეტი გამოდგა აბჟაბნდაძის ის გაქცევა და აფრასიძის ლელო.
მადლობა. მადლობა. მადლობა
gio
13 ივნისი 2018 11:00
0
რომელი ერთი გამოვყო...... აბჟანდაძე, აფრასიძე, ჯალაღონია ა.შ. ა.შ. ა.შ.ა.შ. მაგრამ პირველი სამი, მართლაც თვალსა დ ახელს შუა იზრდება. ღმერთმა ქნას არაფერმა შეუშალოთ ხელი და ასე გააგრძელონ. ეს ნაკრები მთლიანად თუ არა, სანახევროდ ყველა მომავალი ვარსკვლავია. იხარეთ, იხარეთ, იხარეთ, ამინ!!!!!!!!!
zako
13 ივნისი 2018 10:55
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!!!!!! ლომები ხართ!!!!!!!!!! თორნიკე ხომ ლომია და ლომი!!!!!!!!!!ლომი ხარ, ლომი!!!!!!!!!!!!!!!! მოკითხვა ზაურ ჯალაღონიას!!!!!!!!!!!!
zaali
13 ივნისი 2018 10:48
0
გილოცავთ ყველას მადლობა ბიჭებს!!!!!!!!!!
ალეკო
13 ივნისი 2018 10:45
0
საუკეთესო შეხვედრა, რაც კი მახსოვს! კიდევ უფრო დახვეწეთ ყველა კომპონენტი, იქნებ ოლლ ბლექსს მოვუგოთ როდესმე! ყველა ნაკრებს ეხება!
მერაბი
13 ივნისი 2018 10:16
0
პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, შემდეგ ყველა ქართველ , რაგბის გულშემატკივარს და მთელს საქართველოს. სტატიის ავტორს კი ვთხოვ, სათაურში ვიღაცის "მზის დაბნელებაზე" ცოტა კორექტული იყოს, იაპონელებმა ღირსეულად ითამაშეს და იმის ღირსები ნამდვილად არ არიან ესე მოიხსენიოთ. ეცით პატივი მორაგბეებს....
beberimoragbe
13 ივნისი 2018 10:16
1
ყოჩაღ! ძალიან გავიხარეთ; 9 და 10 ნომრები სუპერები არიან. თაფლაძე ალბათ მამამისს დაემგვანა, ისიც მაგარი რაგბისტი იყო
gero
13 ივნისი 2018 09:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული