"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
მადლობა ბიჭებს ასეთ გამარჯვებებს სხვა მუღამი აქვს ასე გააგრძელეთ არ გაჩერდეთ
912
12 ივნისი 2018 22:24
0
ტოჩიმ ხო დატოვა იაპონელები გაცინებული ამათმა კი ხო საერთოდ გენაცვალეთ.
xvadaga
13 ივნისი 2018 08:28
0
უუჰ ეს რა იყო...მადლობა ბიჭებს
თეთრი სული
12 ივნისი 2018 22:23
0
ოჰოჰოჰოოოო!!
დიდუ, რა იყო ეს ჰა?

კიდევაც დაიზრდებიან!!
მადლობა ამ კაცების მშობლებს!!!
გელა
13 ივნისი 2018 00:38
0
იაპონელებო გამოდით ტოში მოდის უკან პატარა(რაღა პატარა, სიყვარულით) ბორჯღალოსნები ნამდვილი ლომები მოყვებიან.
კახა
13 ივნისი 2018 00:21
0
აი, როგორც ირლანდიამ ფიზმომზადების და კლასის ხარჯზე შეგვჭამა მეორე ტაიმში (ოღონდ იღბალის ხარჯზე მოვუგეთ), ზუსტად ასე დღეს ჩვენებმა ფიზმომზადებით და კლასზე შეჭამეს იაპონია და გავიმარჯვეთ. ყოჩაღ ბიჭებო!!!
ზაალ
12 ივნისი 2018 22:29
6
გილოცავთ ყველას. ილანდიას რაც შეეხება ჩვენ მათ ძალით ვაჯობეთ და არა მხოლოდ იღბლით.
imereli
12 ივნისი 2018 23:12
0
ფეხები მოგვჭამა მეორე ტაიმშიც ირლანდიამ ჩემო ზაალ... უბრალოდ ბოლო 5 წუთში როცა მოგება ჯიბეში გვქონდა ცოტა მოეშვნენ (ახალგაზრდულია)
რომა
13 ივნისი 2018 02:48
0
ბრძოლისუნარიანი დანაყოფი!
:)

გენაცვალეთ გულში!!!!
გელა
13 ივნისი 2018 01:42
0
რაღა დავწერო? -
რა ენა გადმოსცემს ამ სიხარულს?
რა ენა გაწვდება ამ ბიჭების ქებას!

სულმოუთქმელად ველი თქვენ სიტყვას მთავარ ნაკრებში!!

ჰა როგორი ჩაკრულო და ჰერიო ბიჭები გვყავს!!!!
კახა
13 ივნისი 2018 01:38
0
მართალია 70 ე წუთამდე ჩემი დამემართა მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასეთი თამაშის მოტრიალება კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წარმატებით გადალახვა იყო. მოკლედ ეს ბიჭები იბრძვიან, აზროვნებენ და მუშაობენ ელიტური სამხედრო სპეციალური დანაყოფივით. ალბათ ასეთი მონასპა ჰყავდა დავითს, გაიხარეთ და გამრავლდით მგლებო!
b-52
13 ივნისი 2018 13:09
0
პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, შემდეგ ყველა ქართველ , რაგბის გულშემატკივარს და მთელს საქართველოს. სტატიის ავტორს კი ვთხოვ, სათაურში ვიღაცის "მზის დაბნელებაზე" ცოტა კორექტული იყოს, იაპონელებმა ღირსეულად ითამაშეს და იმის ღირსები ნამდვილად არ არიან ესე მოიხსენიოთ. ეცით პატივი მორაგბეებს....
beberimoragbe
13 ივნისი 2018 10:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული