"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
მე დღეს ვნახე საუკეთესო ქართული გუნდი(ყველა სახეობაში) რაც კი ოდესმე მინახავს
სვიო
12 ივნისი 2018 22:30
1
ეს იყო სასწაული, რა თამაში ითამაშეს ბიჭებმა გააქრეს 2ტაიმში იაპონია! ბრავო ბიჭებს, ბრავო აფრასიძეს,ბრავო ილია მაისურაძეს და ბრავო მომავალ დენიელ კარტერს- თედო აბჟანდაძეს!!!
Chaachii
12 ივნისი 2018 22:38
1
ყოჩაღ პატარა ლომებო! გაიხარეთ ჩვენი გახარებისა და დაქართველოსთვის თავდადებისათვის. დედა რა იყო ეს ააა?
mamulo
12 ივნისი 2018 22:59
2
ჰოო, აი გამარჯვებაა! ეს იყო მშვენივრად გათვლილი მეორე ტაიმი, შეუპოვარი, უკანდაუხეველი, ქართული სულით ანთებული, გუნდის მონაპოვარი. ასეთი დისციპლინირებული გუნდის დამარცხება როგორიც იაპომიაა, თითქმის შეუძლებელი იყო და ჩვენმა მომავალმა ლომებმა ეს შეძლეს. განსაკუთრებული მადლობა: თაფლაძეს, აფრასიძეს და აბჟანდაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მაისურაძეს მეორე ტაიმში, გუნდის ტაქტიკური გადაწყობისთვის. მადლობა მთელ გუნდს, სიხარულის მონიჭებისთვის. იხარე ქართველო ერო. ჩვენ დღეს სამურაები გავაგდეთ ბეჭებზე.
TanoLife
12 ივნისი 2018 23:09
3
სასწაული თამაში ჯერ კიდევ ემოციებში ვარ გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შესანიშნავი არა ამქვეყნიური ბიჭები თქვენ გენაცვალეთ არვიცი ბრწყინვალე მატჩი რომელიც ოდესმე საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში უთამაშია სკოტებო თქვენ კი იტირებთ მატჩის ბოლოს როცა ჩვენ შეგვხვდებით ამაში დარწმუნებული ვარ.
ფანი
12 ივნისი 2018 22:27
0
ყველას გილოცავთ!!!
უმაგრესი ბიჭები გვყავს!!!
რათქმაუნდა ბოლოს რომ არ გადააგდო დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ასეთი "თავხედები" რომ არიან მაგიტომაც მიაღწიეს ამდენს. არაფრის ეშინიათ!
გიორგი
12 ივნისი 2018 22:25
0
პირვრლად ვაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ვარ გულშემატკივარი რომელიც გამარჯვებისას ყოველთვის იმაზე მეტად აღფრთოცანებულია ვიდრე ჩვეულებრივ, დამარცხებას ძალიან ძალიან განიცდის და არ სურს არავის მოსმენა რადგან ნაკლს მეც კარგად ვხედავ.
დღეს დავინახე რომ ჩემს გარდა გამარჯვების ყიჟინა ჩვენი ყველასი ისეთი მოტივაციაა რომ ერთად დგომის და წინსვლის საშუალებას გვიქადის, ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს ძალას რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ყიჟინის მოსასმენად, არ ვიცი რამდენად კრიტიკულები შეიძლება ვიყოთ ხვალ მაგრამ დღეს გამარჯვების ხმაღალი ყიჟინა მინდა რომ მთელს მსოფლიოს გავაგონო. ლომები და შეუდრეკელნი, შეცდომებს ვუშვებთ ყველა მაგრამ ვინც დიდებისკენ არ ისწრაფვის ის შეცდომებსაც არ უშვებს. მიყვარს საქართველო და ქართული ხასიათი - შეუპოვრობა, ბოლო წამამდე არასდროს დანებდე საქართველოოოოო
ყოჩაღ
13 ივნისი 2018 02:21
0
მე საქართველოს ნაკრების ასეთი ჯიგრიანი თამაში ჯერ არ მინახავს არც ეროვნულის და არც პატარების, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო საქღთველოს გახარებისთვის მეამაყებით
ზიზუ
12 ივნისი 2018 22:28
0
საბოლოო ჯამსი დავჩაგრეთ იაპონელები..მეორე ტაიმსი აშკარად გამოჩნდა ჩვენი უპირატესობა.გილოცავთ ყველა რაგბის გულშემატკივარს.და საერთოდ მთლიანად საქართველოს.აბჟანდაძე ხომ საერთოდ რა მაგრად ითამაშა.
პაატა
12 ივნისი 2018 22:27
0
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
გულშემატკივარი
12 ივნისი 2018 22:28
0

სიახლეები პოპულარული