
ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე 19-20 მაისს, მოსკოვში ითამაშა და მხოლოდ ბოლო, მეხუთე თამაში მოიგო, რის შემდეგაც მე-11 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ 7-კაცა საქართველოში ემზადებოდა და მარტყოფის ბაზაზე 1-კვირიანი შეკრებაც გაიარა.
დღეს 14-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში გაემგზავრა და ორლეანში 5-დღიანი შეკრება ექნება, რის შემდეგაც პარიზის მახლობლად, მარკუსიში, "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ჩავა და 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გრან პრის მეორე
პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო B ჯგუფში გერმანიის, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, 1-ელ ივლისს კი პლეი-ოფებია.

მარკუსის ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდი საფრანგეთში დარჩება და ორლეანში განაგრძობს მზადებას, საიდანაც ინგლისში გადაინაცვლებს და 7-8 ივლისს მესამე, ექსეთერის ეტაპს ითამაშებს.
ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად ტარდება და ბოლო ეტაპს 8-9 სექტემბერს პოლონეთი, ლოძი უმასპინძლებს.
საფრანგეთში ახალგაზრდებთან ერთად
მოსკოვის ეტაპის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ფრანგულ შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდს "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე დაემატნენ, ასევე, თენგიზ პერანიძე, რომელიც 20-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში იყო და რეზი ხარაზიშვილი, რომელმაც 20-წლამდელთა რეზერვის შემადგენლობაში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
"აქცენტი მომავალზე კეთდება და შანსს ახალგაზრდებს ვაძლევთ. ჩვენი მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებს გავუზარდოთ მაღალი დონის უკანახაზელები, რაშიც მოთამაშეებს 7-კაცაში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ და ასევე, ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში სტაბილურად ითამაშებს" - ამბობს ლეჟავა.

მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და საფრანგეთში გაემგზავრნენ გიორგი ჭუაძე, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია. გაფართოებულ სიაშია "ბორჯღალოსანი" სოსო მათიაშვილი, რომელიც ეროვნულში სწორედ 7-კაცადან დაწინაურდა. ის 1 კვირა დაისვენებს, 7-კაცას 2 ივლისს შეუერთდება და მასთან ერთად მომდევნო, ექსეთერის ეტაპისთვის მოემზადება.
ფრანგულ-ინგლისურ ეტაპებზე გაემგზავრნენ:
ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია).
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით