საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

განვლილ სამივე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში 18 ქულით მერვე ადგილზეა.

ქართველი მეშვიდკაცეები ექსეტერის ეტაპზე B ჯგუფში რუსეთის, უელსისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

"განვლილ ტურნირებს თუ გადავხედავთ, მეოთხედფინალებში გამარჯვებისთვის ყოველთვის მცირედი გვაკლდებოდა და თანაც, იმ გუნდთან, რომელიც საბოლოოდ საპრიზო ადგილს იკავებდა. შედეგად, სამივე ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. არადა, აშკარად მეტი გვეკუთვნოდა. მთელი კვირა ამაზე ვსაუბრობდით და ვეცდებით, ექსეტერში ეს ნაკლი გამოვასწოროთ. დიდი ხანია ეტაპი საპრიზო ადგილზე არ დაგვისრულებია და ინგლისში ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ", - თქვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

ორი კვირის წინანდელი, კლერმონის ეტაპისგან განსხვავებით, 12-კაციან შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. გუნდში ბრუნდებიან რამაზ ხარაზიშვილი და რევაზ ჯინჯიხაძე, რომლებმაც პირველ ორ ეტაპზე ითამაშეს. პირველი ეტაპის შემდეგ ბრუნდებიან ნიკო აფციაური და ნიკოლოზ გიგაური. ექსეტერში არ იასპარეზებენ იოსებ მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და ბექა ურჯუკაშვილი.

საქართველოს ნაკრები

ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე (ორივე-აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, მამუკა ნინიძე (სამივე-ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
მეხუთე მერვე ადგილისათვის ჟერ რუსეთს ბაჯობეთ ახლა კი ინგლისს 17-12.
სოსო
ეტყობა ჩემს მეტს არავის აინტერესებს 7 კაცა რაგბი.არც საიტი სწრეს რაიმეს,არც გამოხმაურება.არადა მეოთხედ ფინალში რუსებმა უშანსოდ მოვიგეს 19-12,პირველი ტაიმი 19-0,მეხუთე მერვე ადგილისთვის კი ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთი 19-5 და ახლა მეხუთე ადგილისთვის მოგვიწევს ბრძოლა,ჯერ არ ვიცი ვისთან.
სოსო
პირველი თამაში 7-14 წავაგეთ უელსთან,არადა პრველი ტაიმი მოვიგეთ,მეორე შეხვედრაში კი რუსებს ცაჯობეთ 7-5/დაახლოებით 9 საათზე პოლონეთს ვეთამაშებით.
სოსო
სამი წუთის წინ დამთავრდა საქართველო უელსი.პირველი ტაიმი მოვიგეთ 7-0,მაგრამ მეორე ტაიმში მთელი ტაიმი 5 წამზე დიდი ხნით ბურთი ვერ ჩავიგდეთ ხელში,იქვე ვკარგავდით და ორი ლელოც გავუშვით,კვლავ ფლანგზე გაქცევით.მათ 4 ნომერს ვერ ვეწეოდით,უბრალოდ გარბოდა და ლელოს სდებდა.ძალიან სწრაფი მორბენალი საციცოცხლოდ გვჭირდება.
სოსო
რუსულ არხებზე პროგრამაში აღარ არის,სად შეიძლება ყურება? იქნება გაგვარკვიოთ, ან სტრიმი დადოთ?
სოსო
გუშინ დავპოსტე,მაგრამ რატომღაც არ დადებულა.წინა გათამაშების ორ მატჩს ვუყურე და რაც თვალში საცემია, სისწრაფეში ვაგებთ,არ გვყავდა ისეთი კაცი,რომელიც გაიქცეოდა და მეტოქე მას ვერ დაეწეოდა.გავარღვევდით ხაზს,გაიქცეოდა ჩვენი და ბოლოს მაინც გვაჩერებდნენ,არადა ლიდერ გუნდებს ისეთი მორბენლები ჰყავთ,გარედან,დიდ წრეზე შემოურბენდნენ ხოლმე მცველებს და ჭიდაობის გარეშე იოლად დებდნენ ლელოს.
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
რამაზ ხარაზიშვილი: ფეხბურთიდან რაგბიში - "იუნკერებისა" და 7-კაცას კაპიტნობამდე
თბილისის "არმია": ლიდერებში დაბრუნება?
დიდი 10: მოულოდნელობა - სასიამოვნო და უსიამოვნოც
დიდი 10. XIV ტური: ოთხი ყვითელი, ორი წითელი
7-კაცა რაგბის მოსამზადებელი ტურნირები ტურსა და სანქტ-პეტერბურგში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს
ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება