ხვალ ნაშუადღევს, 15 საათზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’, კონტინენტის ფარის პირველ მატჩში, იტალიის ვიცე-ჩემპიონ კალვიზანოს ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდება.
აქამდე ევროპის საკლუბო ტურნირში იტალიურ კლუბებთან ოთხჯერ ვითამაშეთ და მეტოქეს ოთხივეჯერ მცირედით ჩამოვრჩით. 2014 წელს ‘თბილისის კავკასიელები’ ‘როვიგოს’ შეხვდნენ და სტუმრად ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 18:22 დამარცხდნენ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ თბილისში თამაშის შემოსაბრუნებლად დრო აღარ ეყოთ - 21:24. შარშან იმავე ‘როვიგოს’ „კონტინენტის ფარის“ ჯგუფურ ეტაპზე ‘ბათუმი’ ეთამაშა, სტუმრად დიდი ხნის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა
31:27 მოიგეს. ზღვისპირელები იტალიაში შეხვდნენ ‘ვიადანას’, პირველ ტაიმში მათაც სოლიდური სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა გამარჯვება აქაც მასპინძლებს დარჩათ, იგივე ანგარიშით 31:27.
ამ დანავსული წრის გარღვევა საქართველოს 10-გზის ჩემპიონს შეუძლია. მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი ფიქრობს, რომ თამაში დაძაბული იქნება:
აქამდე ევროპის საკლუბო ტურნირში იტალიურ კლუბებთან ოთხჯერ ვითამაშეთ და მეტოქეს ოთხივეჯერ მცირედით ჩამოვრჩით. 2014 წელს ‘თბილისის კავკასიელები’ ‘როვიგოს’ შეხვდნენ და სტუმრად ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 18:22 დამარცხდნენ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ თბილისში თამაშის შემოსაბრუნებლად დრო აღარ ეყოთ - 21:24. შარშან იმავე ‘როვიგოს’ „კონტინენტის ფარის“ ჯგუფურ ეტაპზე ‘ბათუმი’ ეთამაშა, სტუმრად დიდი ხნის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა
ამ დანავსული წრის გარღვევა საქართველოს 10-გზის ჩემპიონს შეუძლია. მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი ფიქრობს, რომ თამაში დაძაბული იქნება:
„ასეთი ტურნირები ქართული რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია და მასში მონაწილეობა ადრეც უნდა მიგვეღო. კარგია ახლა ამის შანსი რომ გვაქვს და ჩვენს ძალას გამოვცდით. იტალია ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყნის შემდეგ საუკეთესო გუნდია და მას საკლუბო დონეზეც გავიცნობთ. ჩვენს ჯგუფში ორი იტალიური კლუბია და სავარაუდოდ, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაშიც იტალიელებთან მოგვიწევს შეხვედრა.
„პირველი შეხვედრა იტალიის ტოპ 12-ის ერთ-ერთ ლიდერთან, ვიცე-ჩემპიონ ‘კალვიზანოსთან’ გვაქვს. ის ჩვენზე ნაკლები გუნდი არაა, თუმცა გამარჯვების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. იტალიური კლუბი კარგი ბიჭებითაა დაკომპლექტებული და ყველა კომპონენტი ნორმალური აქვს. ნასწავლი გუნდია, მაღალ ტემპში ცდილობს თამაშს და მთელს მოედანს იყენებს. ჩვენი უპირატესობა თავგანწირული და მკაცრი თამაში უნდა იყოს“.
ბენდიაშვილი თვლის, რომ სავსე ტრიბუნები ‘ლოკომოტივის’ მოთამაშეებს დამატებით მუხტს შეძენს:
„ემოცია გადამდებია და თუ სტადიონი გაივსება ძალიან გაგვიხარდება. შეძახილებით მოთამაშეები შინაგან ენერგიას იძენენ და ეს მუხტი თამაშს უხდება“.
ლოკომოტივს მომავალ თამაშში ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული გიორგი შკინინი და ლაშა ფოფხაძე.
„დიდ 10-ში ზედიზედ ექვსი თამაში ჩავატარეთ, რაც ფიზიკურად ძალიან ძნელია. სიმართლე ვთქვათ, ჯერ გუნდი ისე აწყობილი ვერაა, როგორც გასული სეზონის მიწურულს იყო, თუმცა ნელ-ნელა მაქეთ მივდივართ. გუნდში ყოველთვის არიან ლიდერები, რომლის გარშემოც გუნდი იკრიბება. ასეთი იყო ფოფხაძე, განსაკუთრებით დერეფანში და ის ტრავმის გამო ვერ გვეხმარება. მრავალფეროვნება დაკარგული გვაქვს, თუმცა ამაზე ვიმუშავეთ და იმედია ხვალ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ გვყავს ტექნიკური მოთამაშეები და კარგი ამინდის პირობებში, მეტოქეს ტოლს არაფერში დავუდებთ“.
ვახტანგ კავთიძე: „ბედნიერი ვიქნები, თუ იტალიელებთან პირველ წარმატებას მივაღწევთ“

გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე იმედოვნებს, რომ იტალიურ კლუბებთან დანავსულ სერიას ‘ლოკომოტივი’ ხვალ შეწყვეტს და გამარჯვებით გაიხარებს:
„ევროთასებზე თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ იტალიურ კლუბს ვეთამაშებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ იტალიურ რაგბს ვაჯობოთ და კარგი იქნება, თუ ამას საკლუბო დონეზე ხვალ დავიწყებთ. ბედნიერი ვიქნები, თუ იტალიურ კლუბთან პირველ წარმატებას ჩვენ მივაღწევთ“.
კავთიძის აზრით, შარშან ‘ბათუმს’ „ჩელენჯ ქაფის“ საგზურის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა:
„’ბათუმს’ თავისი თამაში რომ ეჩვენებინა, დარწმუნებული ვარ წელს მას „ჩელენჯ ქაფზე“ ვიხილავდით. სამწუხაროდ, იმ პერიოდში მათ ლიდერებს თამაში არ მისდიოდათ, ოპტიმალურ ფორმაში არ იყვნენ. იმედია, „კონტინენტის ფარს“ წარმატებით დავძლევთ და გავხდებით პირველი ქართული კლუბი, რომელიც „ჩელენჯ ქაფზე“ ითამაშებს.
კაპიტანი ფიქრობს, რომ ‘ლოკომოტივმა’ მეტოქე ფიზიკურ თამაშში უნდა დაჯაბნოს:
„ვნახეთ მეტოქის შეხვედრები და მათ ჩვენზე მეტი სათამაშო დრო აქვთ. ისინი მაღალ ტემპში თამაშობენ და მთელი კვირა სწორედ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენც კარგად ვართ მომზადებული და ვეცდებით დაცვაში მათ ტემპს ავყვეთ, ხოლო შეტევაში შერკინების და ძალისმიერი თამაშის უპირატესობა გამოვიყენოთ. შერკინების მოთამაშეები დიდ დროს უთმობენ სტატიკურ მდგომარეობებს და აუცილებელია, რომ ამ ფაზებში კარგად გამოვიყურებოდეთ. გვაქვს დანაკლისი, რომელთა შემცვლელები ახალგაზრდა ბიჭები არიან. მათ გათვითცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა, თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ და დარწმუნებული ვარ მონდომებას არ დააკლებენ“.
გიორგი ბეგაძე: „ქომაგის მხარში დგომა ძალიან გვჭირდება“

‘ლოკომოტივის’ ყველაზე გამოცდილი წევრი 9 ნომერი გიორგი ბეგაძეა, რომლის ანგარიშზე 62 სანაკრებო კეპია. ის ფიქრობს, რომ დაახლოებით ერთ თვეში იტალიის ნაკრებთან ფლორენციაში გასამართი სანაკრებო მატჩის წინ, ქართულ-იტალიური კლუბების დაპირისპირებას ქომაგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:
„ქომაგისთვის ამ თამაშს დიდი დატვირთვა ექნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. გულშემატკივარი დიდი ძალაა და იმედია ტრიბუნები გაივსება“.
თუმცა, ბეგაძე ამბობს, რომ იტალიის ნაკრებისა და საკლუბო რაგბს შორის ძალიან დიდი სხვაობაა:
„ძალიან დიდი სხვაობაა იტალიის ნაკრებსა და ‘კალვიზანოს’, გნებავთ იტალიის ჩემპიონატს შორის. ყველამ კარგად იცის, რომ იტალიის ნაკრები სულ სხვა მოთამაშეებით და სხვა ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასევეა ჩვენი ნაკრებიც, ის საქართველოს საკლუბო დონეს ბევრად აღემატება. ეს იქნება ქართული და იტალიური სარაგბო კლუბების დაპირისპირება. მსგავს ტურნირებში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. გუნდი მოტივირებულია და დიდი მონდომებით ვემზადებით. კარგად გვესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას ქართული რაგბისთვის და ვეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“.
‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი ოთხი მოგებით დაიწყო, თუმცა ორი კვირის წინ რუსთავში ‘ხარებთან’ დამარცხდა, ერთი კვირის წინ კი ‘ლელო-სარასენსს’ ბოლო წუთზე ბექა წიკლაურის მიერ გატანილი ჯარიმით აჯობა. ბეგაძე თვლის, რომ ბოლო, დაძაბული თამაში, მათ ოპტიმალურ ფორმაში შესვლაში დაეხმარა:
„თუ არ ჩავთვლით ‘არმაზს’, ჩემპიონატის სტარტზე შედარებით იოლი მეტოქეები შეგვხვდა და თამაშები მარტივად მოვიგეთ. რუსთავში გუნდს გადაწყობა პრაქტიკულად იმ დღეს მოუწია და ვეღარ დალაგდა, რამაც მარცხი განაპირობა, ხოლო ‘ლელო-სარასენსი’ დიდი ძალაა და თანაბარი თამაში გვქონდა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ შევედით ოპტიმალურ ფორმაში და მთელი კვირა ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. მონდომება და მოტივაცია ახლა უფრო მეტია, ვიდრე სეზონის სტარტზე, რაც ვარჯიშებზეც ჩანს და ვფიქრობ, შაბათის თამაშს მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში შევხვდებით“.
ვახტანგ კავთიძის მსგავსად, ბეგაძეც მიიჩნევს, რომ მომავალ თამაშში ‘ლოკომოტივის’ უპირატესობა შერკინება იქნება:
„‘კალვიზანოს’ თამაშები ვნახეთ. მათ ბოლო ორი შეხვედრა წააგეს, ერთ-ერთი იმ მეტოქესთან, რომელიც „კონტინენტის ფარზე“ ჩვენს ჯგუფშია (‘ფიამა ორო რომა’, რომელმაც მეტოქეს წვიმაში 8:7 მოუგო). ჩვენს მომავალ მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ყავს, უყვარს გაშლილი და ღია თამაში. განვიხილეთ მათი ძლიერი და სუსტი წერტილები. ‘კალვიზანოს’ მონდომებით უნდა ვაჯობოთ. გვყავს მძიმე შერკინება და მწვრთნელები ყურადღებას ამაზე ამახვილებენ“.

13 ოქტომბერი. თბილისი. ავჭალა. 15:00
კონტინენტის ფარი. პირველი რაუნდი
ლოკომოტივი - კალვიზანო
ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 11. ივანე ხელაია, 10. გიორგი აფციაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ, ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. თორნიკე ტურაშვილი, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გაგა გორგასლიძე, 18. გიორგი არაბული, 19. გიორგი გეგია, 20. ზვიად მაისურაძე, 21. გაგა არაბული, 22. ლაშა გედეხაური, 23. გიორგი ტალახაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
'