კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს სარაგბო კლუბმა თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის პირველი ტურის მატჩში იტალიურ "კალვიზანოს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:17 დამარცხდა.

"ლოკომოტივმა" შეხვედრის ბოლოსკენ ლელოს დადება მოახერხა, თუმცა რატომღაც არბიტრმა ლელო არ ჩათვალა.

"ლოკომოტივიდან" 6-ვე ქულა ბექა წიკლაურმა მოიპოვა, მან ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. იტალიელებიდან ერთი ლელო მარკო სუზიომ ჩაიწერა აქტივში, ხოლო სემ ლეინმა 4 ჯარიმა გაიტანა.

"ლოკომოტივი" კონტინენტის ფარის A ჯგუფში მეორე მატჩს იტალიურ "ფიამე ორო რომასთან" 8 დეკემბერს სტუმრად გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ შევადაროთ, გამოდის, რომ ბათუმმა გაცილებით უკეთ იასპარეზა
გიორგი
14 ოქტომბერი 2018 20:07
0
მოდით პირდაპირ ვთქვათ,ამჯერად საკმარისი არ აღმოჩდა თბილისის ლოკომოტივის გამარჯვებისთვის ისეთი თამაში,რომლითაც ისინი დომინირებენ საქართველოს ჩემპიონატში.მათ ყველაფერი იღონეს რაც კი შეეძლოთ,მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამაც თავისი ქნა.წარმატებები ვუსურვოთ მომავალ თამაშებში საქართველოს ჩემპიონს!
გიოშა
14 ოქტომბერი 2018 06:40
0
შკინინისა და მამუკაშვილის დაკლება,აუნაზღაურებელი აღმოჩნდა.მათ კლასიც აქვთ,გამოცდილებაც და გუნდის ლიდერობაც შეეძლოთ.
სოსო
15 ოქტომბერი 2018 19:55
0
ერთი გუნდი გაგყავთ ევროთაზებზე და ცოტა უკეთ მაინც მოამზადეთ!
dato
13 ოქტომბერი 2018 17:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული