კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც პრინციპში, მოსალოდნელი იყო, "ფიამე ორომ" დიდი ბრძოლა არ გაუმართა "კალვიზანოს", რომში 10:33 დამარცხდა და ამ უკანასკნელმა ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე 12 ქულით "ლოკომოტივი" გავიდა, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. არადა, ჩვენმა გუნდმა კარგად ისპარეზა და უფრო მეტად ამიტომაა გულდასაწყვეტი ტურნირიდან მისი გამოთიშვა.

იმისათვის, რათა "კალვიზანოს" ჯგუფში გაემარჯვა, ან 22 ქულით უნდა გაემარჯვა, ან ბონუსით და მიზანს მიაღწია (23 ქულით მოიგო და 5 ლელო დადო), რაშიც თანამემამულეებმა დიდად არ შეუშალეს ხელი.

"ლოკომოტივმა" "ფიამე ორო" ორჯერ დაამარცხა,
"კალვიზანოს" სტუმრად სძლია, თბილისში კი არაობიექტური მსაჯობის გამო 6:17 დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასვლაზე ქართულმა გუნდმა "კალვიზანო" კი დაამარცხა, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა ბონუსი აიღეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლოკომოტივს 12 ქულა რანაირად დაუგროვდა? ან 22 ბურთიანი სხვაობით გამარჯვება რა შუაშია? იქნებ გარკვევით ახსნათ ფარის წესები.
თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთები ურთიერთშეხვედრების ქულები ითვლება თუ ტურნირზე გატანილი ლელოები?
ავტორს
10:32 23-01-2019
0
ლოკოს ბოლო თამაშს ფიამე ოროს წინააღმდეგ ვუყურე. თამაშის წინ ყველგან წერდა რომ ლოკომოტივს რა ანგარიშითაც არ უნდა მოეგო მნიშვნელობა არ ექნებოდა - კალვიზანოს ჯგუფის ბოლო თამაშში (რომში ფიამე ოროს წინაარმდეგ) ნებისმიერი, თუნდაც ერთი ქულით მოგება მოაწყობდა, რადგანაც ლოკოსთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა. ლოკომ ოთხი ლელოს დადების მერე თამაში მოგებამდე მიიყვანა, ანუ ბოლოში თავი აღარ შეააკლეს, მითუფრო რომ ანგარიშიც ღირსეული იყო და ბონუსიც აღებული. არადა მაშინ რომ ცოდნოდათ, რომ სხვაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, გატეხილ ფიამე ოროს კიდევ და კიდევ გაუდებდნენ, ყოველი შემთხვევისთვის იტალიელებს ერთმანეთთან თამაშში სპექტაკლის დადგმაში ხელს უფრო შეუშლიდნენ, სხვაობა უფრო დიდი როცა იქნებოდა
ramaz
01:41 21-01-2019
0

სიახლეები პოპულარული