ანი რეხვიაშვილის ფოტო
12 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლა და ანგარიშით 47:10 დაამარცხა.
"ავჭალის" სტადიონზე ანგარიში მე-11 წუთზე ბექა წიკლაურმა ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასა და იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გავზარდეთ.
შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.
ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყიში წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა
გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.
რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.
66და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.
ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.
რაც შეეხება ამ თამაშს,ლოკომ საკმაოდ კარგად ითამაშა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა.იმედი ვიქონიოთ,რომ ფიამე ორო გამარჯვების გარეშე ტურნირის დამთავრებას არ ისურვებს და ყველაფერს გაიღებს კალვეზანოს დასამარცხებლად.გულშემატკივრებს საყვედურს შევკადრებ, სტადიონის არ შევსებისათვის.სტადიონი რომ სავსე ყოფილიყო,ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.დარწმუნებული ვარ.