კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა

AutoSharing Option
ანი რეხვიაშვილის ფოტო

12 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლა და ანგარიშით 47:10 დაამარცხა.

"ავჭალის" სტადიონზე ანგარიში მე-11 წუთზე ბექა წიკლაურმა ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასა და იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გავზარდეთ.

შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყიში წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა
გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.

რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.

66და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.

ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
დადეთ ვიდეო.ამაზე უკეთესი რა უნდა დადოთ.ეგაა ჩვენი ტელევიზია და გაზეთები
rustavi
13 იანვარი 2019 02:23
1
ისე რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები...არიან ბიზნესმენები და არცერთს არ უყვარს სპორტი და არცერთს არ აქვს იმხელა ტვინი რომ ეს სფერი მომგებიან ბიზნესად აქციოს...კარგი მეპატრონის ხელდი ეს გუნდი ბევრს მიაღწევდა ...რამდენი ნაკრების მოთამაშეა რომლებიც ტოპ ლიგებში თამაშობენ და ძირითადში ვერ ხვდებიან მაგათვის ხომ იდეალური იქნებოდა ასეთ ქართულ კლუბში თამაში...ძალიან ბევრს მიაღწევდა ლოკო მაგ შემადგენლობით
აბგდ
12 იანვარი 2019 23:52
1
მერედა აფიორა როგორ გააკეთონ? წარმატებული კლუბის შემთხვევაში სხვა მიდგომა, მენეჯმენტი და ცოდნა ჭირდება საქმეს, ესენი კი რანაირადაც აკეთებენ ფულს და რა საქმეებს ატრიალებენ ხომ ყველამ იცის და კიდევ ის რომ კლუბში ჩადებული თანხა მეორე დღეს არ მოიტანს მოგებას და გრძელვადიანი პერსპექტივისა არას უწყიან ან ცოდნა არააქვთ სამაგისო!
მამუკა
17 იანვარი 2019 11:49
0
ერთ დღეში რომ უნდათ მილიონი რა ქნან? გუნდის ჩამოყალიბებას ფულის ხარჯვა უნდა, დრო უნდა და შედეგიც მერე მოვა, მაგრამ ვინმე მოითმენს მაგდენს ?
)))))
14 იანვარი 2019 02:48
0
კაცმა უიშვიათესი რამე გააკეთა, 60 მეტრიანი არეკნი გაიტანა და ერთი სიტყვით მაინც როგორ არ უნდა ახსენო სტატიაში, არ მესმის.
არეკნი გამოგრჩა ძმაო
12 იანვარი 2019 21:25
0
ეს ფიამე ორო არაა კალვიზანოს მომგები როგორც ჩანს. არადა ერთადერთმა ლელომ შეიძლება გაგვიფუჭოს საქმე. კარგია, რომ გამოცდილება შევიძინეთ და ასეთ გუნდებს უკვე თავისუფლად ვამარცხებთ
)))))
12 იანვარი 2019 20:37
0
Me ver gavige, ratomaa sachiro am fiamo oros gamarjveba auccilebeli. Tu calvisanom mougo 20 qulit da bonusi ver augo, chven burtebis shefardebit vjobnit am ukanasknels da qulebi ertnairi gvaqvs. Urtiertshezvedrebshi xom ertnairi sxvaoba gvaqvs? Ragato gafis mashin calvizano, tu premiit ver moigo? Th rame meshleba, amixsenit
Zura
12 იანვარი 2019 18:58
2
იმიტომ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ითვლება ორი გუნდის ურთიერთშეხვედრის შედეგები. ფაქტიურად მსაჯის მიერ არ ჩათვლილმა ლოკოს 100%-იანმა ლელომ გადაწყვიტა ტურნირის ბედი.
Zuras
12 იანვარი 2019 21:21
0
კალვეზანოს ლოკომოტივთან ურთიერთ შეხვედრებში უპირატესობა აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში,ლოკოზე წინ დადგება.თანაც იტალიაში კალვეზანომ 7 ქულით წააგო და პრემიალური ქულაც მიიღო.საბოლოო ჯამში ლოკომოტივი ამ წუთში 4 ქულით უსწრებს კალვეზანოს და თუ ისინი ნებისმიერი ანგარიშით დაამარცხებენ ფიამე ოროს,ჩვენზე წინ გადავლენ.აი ეს ედეგი გამოიღო კალვეზანოში ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ.იქ რომ ბოლოს ბურთი დაგვეჭირა თამაშის ბოლომდე,ახლა ჯგუფში უკვე გამარჯვებულები ვიქნებოდით,ან თბილისში ჩვენგან დადებული ნაღდი ლელო რომ ჩაეთვალა მსაჯს,მაინც გამარჯვებულები ვიქნებოდით,ახლა კი მხოლოდ მაშინ გავალთ ჯგუფიდან,თუ ფიამე ორო არ წააგებს კალვეზანოსთან თამაშს.
რაც შეეხება ამ თამაშს,ლოკომ საკმაოდ კარგად ითამაშა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა.იმედი ვიქონიოთ,რომ ფიამე ორო გამარჯვების გარეშე ტურნირის დამთავრებას არ ისურვებს და ყველაფერს გაიღებს კალვეზანოს დასამარცხებლად.გულშემატკივრებს საყვედურს შევკადრებ, სტადიონის არ შევსებისათვის.სტადიონი რომ სავსე ყოფილიყო,ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.დარწმუნებული ვარ.
სოსო
12 იანვარი 2019 20:34
0
მაგრად ითამაშეს, კარგი იყო ყველა, განსაკუთრებით ბექა წიკლაური! ნეტა გაგვიმართლოს და გავიდწთ შემდეგ ეტაპზე...
გიორგი
12 იანვარი 2019 17:32
2
დამაჯერებელი გამარჯვება იყო
კუ
12 იანვარი 2019 17:23
0
ბრავო ბიჭებო, ქება და ქება თქვენ, არაუშავს თუ ვერ გავლენ, ჩვენი რაგბი ვითარდება და ამას ყველა ამჩნევს, ცოტა ხმის წინ ამ გამოცდილებას ვერც ვიოცნებებდით, შემდეგში უფრო წინ წავალთ...!
თემო
12 იანვარი 2019 16:45
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული