რუმინეთის რაგბის ფედერაცია თავისი ფეისბუქის გვერდით იუწყება, რომ ნაკრების შერკინების მწვრთნელად ლაშა თავართქილაძე დანიშნეს.
"რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი ლაშა თავართქილაძე გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი "ბუქარესტის" შერკინების მწვრთნელი 2017-18 წლების სეზონში იყო", - გვამცნობს სიახლეს ფედერაციის ფეისბუქის გვერდი.
თავართქილაძე უკვე შეუდგა მუშაობას.
თავართქილაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი იყო, შემდეგ კი "არმიას" წვრთნიდა.
წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16:00 საათზე კლუჟში, მასპინძელ რუმინეთთან გამართავს.