ქართული სარაგბო ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ქართული რაგბის ღვაწლმოსილი მორაგბე და მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი (პეტროვიჩი).
დუგლას კავთელაშვილი 1946 წელს ხაშურში დაიბადა და 8 ნომრისთვის აუცილებელი ჯან-ღონისა და აგრესიის გარდა, გამოირჩეოდა იშვიათი ტაქტიკური ალღოთი, ტექნიკური სინატიფით და ჯარიმების შორიდან გატანის უნარით.
1971 წლიდან ის თამაშობდა ქუთაისის საუკეთესო გუნდში, რომელიც ხშირად იცვლი
რაგბში მენეჯერობას მან ხელი 1986 წლიდან მიჰყო და გუნდს მალევე დაატყო საკუთარი ხელი - ‘აიამ’ 4 წელიწადში 5 ტიტული მოიპოვა: ზედიზედ სამჯერ (1987, 1988, 1989) წლებში გახდა საბჭოტა კავშირის ჩემპიონი, ორჯერ შემართა თასი (1987, 1990). მისი წარმატებები სათანადოდ დაფასდა და 1988-1990 წლებში საბჭოეთის ნაკრების მენეჯერად იღვწოდა.
1989 წელს, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის დესპანების ირბ-ს („მსოფლიო რაგბი“) თავკაცებთან დაახლოებაში, რითაც დააჩქარა ჩვენი რაგბის საერთაშორისო აღიარება.
‘აიამ’ დამოუკიდებლობის ხანაში სამჯერ (1990, 1991, 1995) მოიგო ეროვნული პირველობა, ბატონმა დუგლასმა კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად (1994-1995) ყოფნისას ოთხივე ტესტში იმარჯვა (ყაზახეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, მოლდოვა).
პანაშვიდები - 26-27 თებერვალს ქუთაისში, სხირტლაძის ქ.N6
გამოსვენება - ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიიდან, 15 საათი
მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით