საქართველო XV ორმატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი
ქართული რაგბის ქომაგები 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.
შარშან ზაფხულში საქართველო XV-მ "ზაფხულის თასზე" არგენტინის XV და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის "ა" ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებულნი. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1-ელ ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას "აია არენაზე", 7 ივნისს გამართავს.
ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე შეხვდებიან.
სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მართალია რომ სპორტი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ არის. ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური და ადამიანური(შეიძლება 1-2 კაცის გამოვაკლოთ) კონფლიქტი გვაქვს და სწორედ ამიტომ მოგხვდა გულზე შენც განსაკუთრებულად.
რას იზამ სპორტი სამწუხაროდ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, სშირად მოხვედრილა. ერთ ფაქტს შეგახსენებთ დასტურად.
1992 წელს იმ საბაბით, რომ სისხლისღვრა იყო იუგოსლავია ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს. რუსეთში კი რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიისაკუთრა ოლიმპიადა (ანუ მშვიდობის სიმბოლო) ჩაატარეს.
ეს აპოლიტიკური ქცევაა???
ამიტომ უნდა ვიყო რაც შეიძლება ძლიერი და ვინმე შესაცვლელია შეიცვალოს.
ძალიან შემაყვარეს თავი რაგბისტებმა, მაგრამ ამის გამო თავს უფლებას ვერ მივცემ მათ სამზარეულოში ჩავერიო. ამ სპორტში მიმდინარე პროცესებს შიდა მხრიდან არ ვიცნობ. მე მათი ვაჟკაცობის მჯერა და მე მგონი თქვენც მიტომ შეგტკივათ გული "NIGHT-ღამე" ბატონო.
არ შეიძლება გული იმაზე შეგტკიოდეს ვინც ან რაც არ გიყვარს.