საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო XV ორმატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

მეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი

ქართული რაგბის ქომაგები 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.

ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.

შარშან ზაფხულში საქართველო XV-მ "ზაფხულის თასზე" არგენტინის XV და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის "ა" ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით,
ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებულნი. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1-ელ ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას "აია არენაზე", 7 ივნისს გამართავს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე შეხვდებიან.

სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფედერაციის ფრეზიდენტის ბრალია პირველ რიგში რუსეთის ა ნაკრებთან წაგება და ბოდიში დღემდე არ მოუხდია არც ახსნა განმარტება ჩაუბარებია და სხვათაშორის ძალიან ბევრ ადამიანს მოხვდა გულზე მაგრამ რაგბის ფედერაციამ არავის მიაქცია ყურადღება დაიკიდეს მე როგორც გულშემატკივრის გადმოსახედიდან ვფიქრობ დროა შეიცვალოს ხელმძღვანელობა სასიკეთო არც ეროვნული ნაკრების თამაშებში შეიმჩნევა და რამოდენიმეჯერ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთეს სპორტი პირველ რიგში აპოლიტუკური უნდა იყოს ვინც არ უნდა გაფინანსებდეთ.
NIGHT
17 მაისი 2019 15:40
7
რას ჰქვია სპორტი აპოლიტიკური უნდა იყოს? კიდევ ვერ მიხვდით, რომ მტერი ომშიც, სტადიონზეც, სცენაზეც და მაღაზიაშიც მტერია. არაფერი არ გეშველებათ რუსეთუმეებს
გიორგი
29 მაისი 2019 21:00
0
ერთი მხრივ მართალი ხარ, მაგრამ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები.
მართალია რომ სპორტი აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ არის. ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური და ადამიანური(შეიძლება 1-2 კაცის გამოვაკლოთ) კონფლიქტი გვაქვს და სწორედ ამიტომ მოგხვდა გულზე შენც განსაკუთრებულად.
რას იზამ სპორტი სამწუხაროდ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, სშირად მოხვედრილა. ერთ ფაქტს შეგახსენებთ დასტურად.
1992 წელს იმ საბაბით, რომ სისხლისღვრა იყო იუგოსლავია ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს. რუსეთში კი რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიისაკუთრა ოლიმპიადა (ანუ მშვიდობის სიმბოლო) ჩაატარეს.
ეს აპოლიტიკური ქცევაა???
ამიტომ უნდა ვიყო რაც შეიძლება ძლიერი და ვინმე შესაცვლელია შეიცვალოს.
ძალიან შემაყვარეს თავი რაგბისტებმა, მაგრამ ამის გამო თავს უფლებას ვერ მივცემ მათ სამზარეულოში ჩავერიო. ამ სპორტში მიმდინარე პროცესებს შიდა მხრიდან არ ვიცნობ. მე მათი ვაჟკაცობის მჯერა და მე მგონი თქვენც მიტომ შეგტკივათ გული "NIGHT-ღამე" ბატონო.
არ შეიძლება გული იმაზე შეგტკიოდეს ვინც ან რაც არ გიყვარს.
ოთარი
18 მაისი 2019 12:03
0
რუსეთის ნაკრებთან წაგებამ ისე ჩაიარა ვითომც არაფერი მომხდარა.პასუხი ვინ უნდა აგოს ამ ყველაფრისთვის?! გულშემატკივარის ნერვების მოშლის ხარჯზე გინდათ პირადი კეთილდღეობა მოიწყოთ?! აიღეთ მეტი პასუხისმგებლობა!
giga
17 მაისი 2019 15:25
5
ხამაშურიძე არ არის იმ დონის მწვრთნელი, ნებისმიერ ნაკრებს რომ უხელმძღვანელოს! თუ ამას გაითვალისწინებენ რაგბს სასიკეთოდ წაადგება.
გიორგი
17 მაისი 2019 11:18
1
მშვენივრად ითამაშა ა ნაკრებმა ზაფხულის ტურნირზე ( სხვათა შორის, იქ ჩვენი, გულშემატკივრის სიცხვილი იყო, რომ ფაქტიურად ხალხი არ იყო,პრეტენზია ბევრი გვაქვს და პირველ რიგში თავს მოვთხოვოთ. სახვანაირად არაფერი გამოვა). ეს შემადგენლობა თავიდანვე ცუდი გადაწყვეტილება იყო. მესმის, რომ შიდა მოთამაშეეების გასინჯვა გინდა, ოღონდ არა რუსეთთან! ზაფხულის შემადგენლობა ულაპარაკოდ მოუგებდა რუსებს. ასე რომ, არც ტრაგედიაა და ანტილოპაც არ არის ცუდი მწვრთნელი. ჯერ დამწყებია. 20 წლამდელების მწვრთნელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც უპირობოდ საუკეთესონი და ჩვენი რაგბის მომავალია, ხააშურიძე და მაჩხანელი მშვენივრად გამოიყურებიან. კიდევ, ბოდიში, გვარი დამავიწყდა, ჯიქის მწვრთნელი.
gagi
26 მაისი 2019 18:19
0

სიახლეები პოპულარული