ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი.

როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ეს არის უსამართლო ქვეყანა! ეს არის ქვეყანა, სადაც სამართალს ვერ იპოვი. ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია ყველასთვის. მხოლოდ ჩემს შვილზე არ არის საუბარი. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია
და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული. კანონის ფარგლებში ბრძოლას ვაპირებ.

ჩვენ ოჯახი გაგვინადგურდა, შვილი და რძალი ამ უპასუხისმგებლო, თავხედი ადამიანის გამო აღარ მყავს. ყველამ იცის, რა მოხდა. 5 წლის ბავშვი უპატრონოდ დამრჩა. უნამუსობის მეტი რა შეიძლება ამას დაერქვას?

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. არ მეგონა, თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ ამ ადამიანს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. 4 ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და მისი მეუღლის სიცოცხლეზე, ის საწყალი გოგოც დაიღუპა აბსოლუტურად უპასუხისმგებლობის გამო“, - განაცხადა პაპასკირმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები: გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე, მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

სწორედ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით იყო მერაბ კვირიკაშვილი ბრალდებული. ის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უდანაშაულოა. მას შეფარდებული 15 000-ლარიანი გირაო მოეხსნა და ავტოსადგომზე მყოფი მანქანაც დაუბრუნდა.

წყარო: ipn.ge


მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგაა ვაშკაცების სპორტია რაგბიო.. ამ კაცის საქციელი ვაშკაცობაა.. ჩამჯდარიყო ცოტახანი სამუდამოს ხო არ მიცემდნენ. ეს ქვეყანაა აღარააა
გოგა
14:22 31-05-2019
8
1. არცერთი ვიყავით მანდ და რეალურად არ ვიცით რა მოხდა.
2. თუ მეკო ნამდვილად დამნაშავე იყო, სამწუხაროა, რომ ასეთი განაჩენი გამოიტანეს.
3. ვიდრე სხვას განიკითხავთ, თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე (ყველა ღმერტმა დაგიფაროთ). თუ დამნაშავე იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ გამართლებულიყო, დარწმუნებული ვარ, რომ არა საკუთარი თავის, არამედ შვილების გამო გააკეთა, რადგან პირველი - რთულია შვილებს დაანახო, რომ შენს გამო დედა დაკარგეს, მეორე - როდესაც დედა დაკარგეს შვილებმა, მითუმეტეს არ მოგინდება, რომ მამას გარეშეც დარჩნენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, არავითაღ სემთხვევაში არ არის გასამართლებელი, მაგრამ გასაგებია მისი საქციელი და, დარწმუნებული ვარ, რომ მისა ადგილზე 99% იგივეს ეცდებოდა.

4. იარეთ ფრთხილად, რაც გზებზე ხდება, როდესაც არც წესის დაცვა გვინდა, არც სხვა მძღოლი და ქვეითი გვადარდებს, ეს არის იმ საშინელი მოცემულობის მიზეზი, როდესაც ათასობით ადამიანი იღიპება ყოველწლიურად გზებზე.
Just Supporter
14:05 31-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული