წელს გრან პრი ორ ეტაპად ტარდება, მათ შორის კი ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გაიმართება. გრან პრის პირველი, მოსკოვის ეტაპი, პარალელურად სწორედ ამ შესარჩევის შესარჩევი ტურნირი იყო.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მასპინძელ რუსეთთან დიდი ბრძოლა გაიმართა. ტაიმის მიწურულს და მეორის დასაწყისში გაშვებული ლელო-გარდასახვების შემდეგ ჩვენმა 7-კაცამ შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახა და მეტოქეს
მეორე მატჩში ინგლისმა უშანსოდ დაგვტოვა (5:59), დღის დასკვნით შეხვედრაში კი ჯგუფის ლიდერ ესპანეთს ვებრძოლეთ, სამი ლელო გავუტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 17:24.
მეორე დღეს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთეთ და უმნიშვნელოვანეს, ნახევარფინალურ მატჩში რუმინეთს შევხვდით. დაძაბული ბრძოლის უკანასკნელ წუთზე მეტოქის დაცვა ნიკო აფციაურმა გაარღვია, გიორგი ჭუაძემ ლელო გაიტანა და 24:19 მოგებით ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური დავიბევეთ. მოსკოვში ბოლო თამაში კვლავ მასპინძლებთან გვქონდა და ის მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 14:0.
ამრიგად, ჩვენმა 7-კაცამ გრან პრის პირველი ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულა. გრან პრიდან ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 9 გუნდი გადის, თუმცა ინგლისი და უელსი ერთიანი, დიდი ბრიტანეთის სახელით თამაშობს და საქართველო კოლომიეში მე-9 გუნდად მიდის. ამ 9 გუნდს „ალაფიდან“ ორი მოწინავე და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული გუნდები დაემატებიან.
მოსკოვის ეტაპის ფინალში საფრანგეთმა ირლანდიას 31:26 სძლია; ინგლისმა გერმანიას 24:14 მოუგო და მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ ოთხეულისა და საქართველოს გარდა, ოლიმპიადის შესარჩევში გრან პრიდან ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და რუსეთი ითამაშებენ. მათ „ალაფიდან“ ლიეტუვა და უკრაინა, ხოლო „კონფერენც დივიზიონიდან“ უნგრეთი დაემატება.
გრან პრის პირველ ეტაპზე ითამაშეს
ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით