რუსეთის ნაკრებთან თამაში არავინ არ ისურვა და ბორჯღალოსნების ნაცვლად კლუბების ნაკრებს შეხვდებიან

AutoSharing Option
როგორც იცით, რუსეთის ნაკრებმა პოლიტიკური მიზეზით ბორჯღალოსნებთან თბილისში დაგეგმილი მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მასთან თამაში არავინ არ ისურვა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია საიტით ავრცელებს:

"12 აგვისტოს რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას პრემიერლიგის კლუბების ნაკრებთან ჩაატარებს.

ეს სპარინგი 17 აგვისტოს იტალიასთან ტესტ-მატჩის წინ ვარჯიშისა და გუნდური ურთიერთმოქმედების მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება.

გულშემატკივრებსა და რაგბის მოყვარულთ ჩვენი გუნდის მომზადების ნახვის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც 20 სექტემბერს იაპონიას მსოფლიოს
თასზე შეხვდება.

მატჩის შემდეგ გათვალისწინებულია გულშემტკივრებისთვის ორივე გუნდის ავტოგრაფ-სესია. გაიყიდება რაგბის ატრიბუტიკა და სუვენირები.

მატჩი სტადიონ "სლავაზე" გაიმართება. დასწრება თავისუფალია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ფაქტიც ადასტურებს,რომ რუსეთის რაგბის ფედერაციას არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა ჩვეთან თამაშის გაუქმება და ეს მხოლოდ მთავრობის მოთხოვნით გააკეთეს.გაიხსენეთ 2008 წელი.ოლიმპიურ თამაშებზე,ვინმე ეკითხებოდა ჩვენს დელეგაციას,გამოვიდოდით თუ არა?ყველაფერს მთავრობა და პირადად მიშა სააკაშვილი წყვეტდა.ასეა ახლაც და შეეშვით მაგ ხალხის უაზრო ლანძღვას.
სოსო
04 აგვისტო 2019 18:04
4
მთავარია რუსებზე რამე უარყოფით კონტექსტში ვთვათ ხო?...
ჩვენს შემთხვევაშიც იგივე არ მოხდა?...
ალბათ რუსი ჟურნალისტებიც იგივეს დაწერდნენ :)))))
ძალიან დაბალი დონეა უბრალოდ!
SL
03 აგვისტო 2019 10:16
34
ერთი რუთესითაც! იმაზეა ლაპარაკი რომ ჩვენც არც ერთი ნაკრებთან არ გვაქვს სანაცვლო მატჩი, და ეს ვითომ ჟურნალისტები ვითომ "არაპოლიტიკური" მოტივით ასეთი სულელური სათაურის სტატიას გვატენიან და ჩვენც გვიხარია, რომ რუსებს არავინ ეთამაშა. აი მერე რა რომ რუსეთი კლუბს უნდა ეთამაშოს ტესტმატჩი?! უფრო საინტერესო არ არის ტოპ გუნდების ტესტების შესახებ დაწერონ?! მაგრამ არა. და იცი რატომ? ასეთი სათაურებიანი სტატიები უფრო კითხვადია, მორჩა. ჩვენ ვართ ასეთები და ასეთ ჟურნალისტებსაც ვიმსახურებთ ალბათ!!
SL დათოს
04 აგვისტო 2019 13:01
3
ამ შემთხვევაში რუსებზე კი არა , რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაზეა საუბარი !! ჩემი აზრით , არ არსებობს კარგი ან ცუდი ხალხი დედამიწაზე . ეს პლანეტა ყველასია , განურჩევლად მისი ეროვნებისა და მრწამსისა . არსებობენ გულბოროტი და დიტატორი და დესპოტი მმრთველები , რომლებიც ისევე აზიანებენ საკუთარ ერს , როგორც სხვას და უბრალოდ სამყაროს . იმედია , როდესმე დედამიწა მათ გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას , ხალხთაშორის მეგობრობით .
ATP 16
04 აგვისტო 2019 00:41
2
ყველა გამოხმაურება
ჰაჰაჰაჰა! მეტი რა კომენტარი უნდა გააკეთო? ეგონათ, კალთებს დაახევდა ვინმე:)))))))))))
: )))))))
03 აგვისტო 2019 06:55
6
გაიხარე პატარავ გაიხარე )))))
03 აგვისტო 2019 10:18
12

სიახლეები პოპულარული