რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩის გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოში გასამართი ტესტ-მატჩის ჩაშლასთან დაკავშირებით რუსულ TACC-სთან კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებთან ნაკრებთან გასამართი მატჩის გაუქმებით ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ეს შეხვედრა ჩვენს გეგმაში შედიოდა, მაგრამ ყველა ხვდება ამის მიზეზს. ახლა მნიშვნელოვანია ისეთი გეგმა შევიმუშავოთ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, რომ არ გაგვიჭირდეს. ველოდებით ახალ მატჩებს", - ციტირებს ჯონსის სიტყვებს ТАСС-ი.

"ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" დაპირისპირება 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე,
რუსეთის რაგბის კავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

altრუსეთის ხელისუფლების "რეკომენდაცია" შესრულებულია - მათი ნაკრები თბილისში არ ჩამოვა

altგოჩა სვანიძე: საქართველოს ნაკრების რუსეთის სანაცვლო მეტოქის ვინაობა ამ დღეებში გაირკვევა

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფრის მომცემი თამაშის გაუქმებას მიველამები
ირაკლი
10:07 02-08-2019
1
ამათთან საერთოდ რატომ ვგეგმავთ ტესტებს მაგას ვერ ვხდები. რაგბი ევროპაზე არ გვყოფნის ამათთან თამაში თუ ვსწავლობთ რამეს მათი დაჩეჩქვით? არავითარ შემთხვევაში აღარასდროს არ უნდა ჩავისვათ კალენდარში ამათთან ტესტი. ნორმალურ ერებთან ვიმუშაოთ
fraternity
10:37 23-07-2019
1

სიახლეები პოპულარული