რამდენიმე წუთის წინ 4 ერის წლევანდელ გათამაშებაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა ახალი ზელანდიის ნაკრებმა და ავსტრალიასთან 21 ქულის სხვაობით დამარცხდა (26:47) და მსოფლიო სარაგბო რეიტინგში პირველობა დაკარგა.
2008 წლიდან დღემდე ახალი ზელანდიის ნაკრები მუდმივად რეიტინგის სათავეში იყო, თუმცა დღეიდან აღარ იქნება. პირველ ადგილს არა ზელანდიის დამმარცხებელი ავსტრალია, არამედ უელსი დაიკავებს. უელსი კი, რაგბის ისტორიის განმავლობაში პირველ იქნება რიტინგის სათავეში. მართალია, რეიტინგი ჯერ უცვლელია, თუმცა ცხრილი მალე განახლდება.
საინტერესოა ისიც, რომ 4 ერის გამარჯვებული არა ავსტრალია, არამედ სამხრეთ აფრიკა იქნება. აფრიკელები დღეს,
10 აგვისტოს, 21:30 საათზე ეთამაშებიან არგენტინას და გამარჯვების შემთხვევაში 4 ერს სწორედ ისინი მოიგებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მომავალი ლიდერი უელსის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგფუში ჩვენს ნაკრებთან ერთად არის და "ბორჯღალოსნები" 23 სექტემბერს პირველ შეხვედრას სწორედ ბრიტანელებთან გამართავს.