რაგბი 10-ის დებიუტი საქართველოში! - ახალი მიმართულების პოპულარიზაცია

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოში რაგბი 10-ის პირველი შეხვედრა გაიმართება. "ყოჩებისა" და "აკადემიის" გუნდები ერთმანეთს 17 საათზე, ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე შეერკინებიან.

რაგბის ამ ახალი მიმართულების პოპულარიზაცია "მსოფლიო რაგბის" ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა მისი გამოყენება 15-კაცა რაგბისთვის მოსამზადებლადაც შეიძლება, რადგან მორაგბეებს საჭირო უნარებს გამოუმუშავებს.

ძირითად შემადგენლობაში 5 მორკინალი და ამდენივე ხაზის მოთამაშეა. სრულადაა წარმოდგენილი პირველი ხაზი - კვაჭი და ორი ბურჯი. შერკინებაში თამაშობს ორი მეორე ან მესამეხაზელი. ხაზში არიან 9, 10 და 12 ნომრები, ასევე - ორივე ფრთა. მარქაფაში 6 შემცვლელია (3 პირველი
ხაზი, 1 მეორე/მესამე ხაზი, 2 ხაზი). თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგება, 2-წუთიანი შესვენებით და 2-დღიანი ტურნირის განმავლობაში გუნდი 3-3 (სულ 6) შეხვედრას ატარებს. შერკინება და დერეფანი ჩვეულებისამებრ ეწყობა, ხოლო გარდასახვა სრულდება არეკნით.

რაგბი 10-ში პირველი საერთაშორისო ტურნირი 1967 წელს ჩატარდა და მასში 40 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10-კაცა რაგბის 14 ცნობილი ტურნირი იმართება და მასში მოსამზადებელ ეტაპზე რეგულარულად მონაწილეობენ ტოპ 14-ის, ზე-რაგბის, ინგლისის პრემიერშიფისა და პრო 14-ის გუნდები.

სხვადასხვა დროს რაგბი 10 უთამაშიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ჯონა ლომუ, ბოდენ ბარეტი, კონარდ სმიტი, ჯერომი კაინი, ბენ სმიტი, სემ კეინი, ბრაიან ლიმა, ბობ სკინსტადი, დევიდ კამპეზე, ჯორჯ გრეგანი და სხვები.

რადგან რაგბი 10-ში სივრცეები კლასიკურ რაგბიზე მეტია, ის სასიამოვნო სანახავია, მოთამაშეები მაღალ ტემპში ბურთაობენ და ხვეწენ ისეთ უნარებს, როგორებიც ფინტი, ხელით თამაში და ოფლოუდია, რომლების ჭარბად ხილვა ასე გაგვიხარდებოდა ქართულ რაგბიში.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული