საქართველო XV ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესს" ორჯერ შეხვდება

AutoSharing Option
2020 წლის სანაკრებო სეზონს საქართველო XV გახსნის. გუნდი 30-კაციანი შემადგენლობით იანვარში არგენტინას ეწვევა და ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ ორ თამაშს გამართავს.

საქართველოსა და არგენტინის რაგბის კავშირებს შორის წლებია საქმიანი, კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც სხვადასხვა დონისა თუ ასაკობრივ ნაკრებებს შორის, ტესტ-მატჩები და მოსამზადებელი შეხვედრები არაერთხელ გამართულა. ‘ხაგუარესი’, არგენტნული ფრანჩიზაა, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების (პუმების) საბაზო გუნდია. იგი ემზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც სტარტს 31 იანვარს აიღებს, და ზე-რაგბის თამაშებამდე საქართველო XV-თან შეხვედრებით გახურდება.

თამაშები 17 და 24 იანვარს გაიმართება. ორივე მატჩის მასპინძელი
სტადიონები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მომავალი მატჩებისთვის სასელექციო შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. საგულისხმოა, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდი მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებით არ დაკომპლექტდება და შანსს ლეგიონერებიც მიიღებენ.

გუნდი პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. საახალწლოდ მორაგბეები დაისვენებენ და 4 იანვარს მეორე შეკრებაზე, სავარაუდოდ მარტყოფის რაგბის ბაზაზე შევლენ, არგენტინაში კი 12 იანვარს გაემგზავრებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
"და ზე-რაგბის თამაშებამდე საქართველო XV-თან შეხვედრებით გახურდება" - ამას მხოლოდ ქართული რაგბის მტერი ან უცოდინარი (მინიმუმ ფსიქოლოგიაში) დაწერს.
1
ვა, აბა ნაკრებიო? ჩვენი ა ნაკრები იმათთვის საინტერესოა? ჩვენთვის კი არი კარგი ძაან
გაგი
01:32 16-11-2019
0

სიახლეები პოპულარული