"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
54 წლის იან ფოსტერი, რომელიც აქამდე ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის ასისტენტი იყო, "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი 2 წლის ვადით გახდება.

ფოსტერი ორი მთავარი კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა საბოლოოდ მისი ვარიანტი "ქრუსაიდერსის" მწვრთნელ სკოტ რობერტსონს ამჯობინეს და ჩააბარეს კიდეც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.

"თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვთვლი. ამ შანსის მიღება ძალიან დიდი პატივია და ერთი სული მაქვს, როდის წარვუძღვები გუნდს უდიდესი მემკვიდრეობის ახალ ეტაპზე.

მე ამაყი ვარ იმით, რასაც უკანასკნელ 8 წელში "ოლ ბლექსთან" ერთად მივაღწიეთ და უდიდესი ენერგიით ველოდები
ახალი სამწვრთნელო გუნდის შექმნას", - განაცხადა ახალზელანდიელთა ახალმა დამრიგებელმა.

იაპონიაში გამართულ 2020 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იაპონიაში გამართულ 2019 წლის მსოფლიო თასზე, ახალი ზელანდიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა .
0
2020 წლის მსოფლიო თასზე?
მერაბ მაღლაკელიძე
13:42 27-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული