შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შედგა.
საუბარია "ბლუ ბულზის" 19, 17 და 15-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებზე, რომლებიც მზად არიან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდნენ და თამაშების გარდა, ერთობლივი წვრთნები და მწვრთნელთა გადამზადების სემინარები ჩაატარონ.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. ის მშვიდობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. წელიწადს კარგი ამბით ვიწყებთ. სამხრეთაფრიკელებმა, კერძოდ, "ბლუ ბულზმა" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდით თბილისში ჩამოსვლის სურვილი
გამოთქვა. ისინი საქართველოში რამდენიმე თამაშს გამართავენ, იქნება ერთობლივი ვარჯიშები და ფესტივალები. გადავხედავთ კალენდარს და თებერვალ-მარტში გულშემატკივარს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფრმაციას მივაწვდით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
თუ მწვრთელის გარეშე გამოვდივართ ის მაინც გვითხარით