რაგბის კავშირი ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე 2-ის "კარკასონის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის "გროლეში" გადავიდა და იქ 3 წელი გაატარა. 2017-19 წლებში ბურდიაშვილი ასევე ფედერალ 1-ის "ლა სენის" მოთამაშე იყო, მიმდინარე სეზონის წინ კი "გროლეს" დაუბრუნდა.

ტრაგიკული შემთხვევა გუშინ დილით, საფრანგეთის დროით 09:30 საათზე მოხდა. ბექა "გროლესა" და "ლავორის" შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც საჭე
ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა…

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი უსამძიმრებენ ბექა ბურდიაშვილის ოჯახს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული