საქართველოს რაგბის თემმა, მოქმედი სარაგბო კლუბების, რაგბის კავშირის გამგეობისა და ხელმძღვანელობის ჩათვლით 2011 წელს მიიღო რაგბის ქარტია, დოკუმენტი რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის მიმართ. ჩვენთვის რაგბი არასდროს ყოფილა გატაცება, აზარტი და გამარჯვების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა დაუნდობელი, სასტიკი, უწესო ბრძოლა კონკრეტული შედეგის მისაღწევად. რაგბი დღემდე იყო გზა, თამაშის საშუალებით გავმხდარიყავით ფიზიკურად და სულიერად უკეთესები, სიხარული მოგვეტანა ერთმანეთისთვის, ეს იყო გზა სრულყოფილებისკენ, რომელიც გადიოდა მოყვასის (თანაგუნდელის, მოწინააღმდეგის, გულშემატკივრის) სიყვარულზე. რაინდობა, სილაღე, მებრძოლი სული, მეგობრობა, სიყვარული და პატივისცემა – ამით გამოარჩევდნენ ჩვენში მორაგბეებს და ამით იზიდავდა რაგბი ახალ-ახალ წევრებს.

ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი რაგბიში, ჩვენ გვიყვარს რაგბი ჩვენში. ფასეულობა ვერ ჰგუობს კომპრომისს, მორაგბე მხოლოდ მოედანზე არ არის მორაგბე. თუ არ ეკუთვნი ფასეულობას, იგი არც 80 წუთის განმავლობაში მიგიკარებს. ქარტია ჩვენი ცხოვრების წესია, რომელსაც ხანდახან კიდეც ვარღვევთ, მაგრამ ვაღიარებთ და ვემსახურებით, ვუბრუნდებით საწყისს და ვაგრძელებთ გზას სრულყოფილებისკენ. არჩევანი ყველას აქვს, გასვლა ამ წრიდან და ბრძოლის დასრულება თუ დარჩენა და გზის გაგრძელება – ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

დღეს რაგბი, როგორც ფასეულობათა სისტემა მისი შვილებისაგან დაცვას თხოულობს. ძალაუფლებისათვის ბრძოლა ასცდა სრულყოფილებისათვის ბრძოლის გზას და თვითმიზანს დაემსგავსა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ემსგავსება უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და ყველა საშუალება მართლდება. ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება, ლამისაა ლინჩის წესით გასამართლება, მუქარა, გამომწვევად და თავხედურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ცილისწამება და დაშინება არათუ დასაშვები არამედ ერთადერთი საშუალება გახდა არჩევნებში გასამარჯვებლად. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გმობს და ემიჯნება რაგბის კავშირის არჩევნებში აქტიურად ჩართულ იმ მორაგბეთა ქმედებებს, რომლებმაც თავხედურად შელახეს რაგბის ქარტიის ფასეულობები.

მოვუწოდებთ რაგბის დიდი თემის თითოეულ წევრს, დავიწყოთ გაჯანსაღება, დავუბრუნდეთ ქარტიას და კარგად გავაანალიზოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რათა უფსკრულის პირას მდგომნი ავცდეთ ვარდნას და დაღუპვას, გადავარჩინოთ რაგბი საქართველოში, როგორც ფასეულობათა სისტემა. ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია. რაგბში არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც ქარტიას არ აღიარებს და ამ პრინციპებს უარყოფს.

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს – ნუ ეცდებით ხელი შეუშალოთ არჩევნებისას მორაგბეებს გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ თავად გადავწყვეტთ თუ ვინ და სად ავირჩიოთ. სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არა მხოლდ გამოვლენის, არამედ პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

ქარტია

ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები – რაგბის კლუბები და გუნდები, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას მთელი ქართული სარაგბო თემის წინაშე საქართველოში რაგბის საერთაშორისო, ტრადიციული პრინციპების დაცვისა და შემდგომი განვითარების საკითხში, ვითვალისწინებით საქართველოში რაგბის სწრაფი პოპულარიზაციის პირობებში რაგბის სულისკვეთების არასწორად, დამახინჯებულად აღქმის საშიშროებას, ვთანხმდებით რაგბის თამაშის მონაწილეთა (როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა) ქცევის იმგვარ წესებზე, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს რაგბის, როგორც სამართლიანი, კოლექტიური და რაინდული თამაშის სულისკვეთების თითოეულ მონაწილემდე დაყვანას, გაცნობიერებასა და მათ მიერთებას სარაგბო თემთან და ამ პრინციპების დაცვით ქართული სარაგბო თემის საერთაშორისო მასშტაბით ამბიციური პრეტენზიის რეალიზაციის საშუალებას.

იმის გათვალისწინებით, რომ რაგბი არის არა მარტოოდენ კონკრეტული მატჩი, არამედ ამ სპორტულ თამაშში განხორციელებული რაინდული სულისკვეთება, რაგბის მონაწილეებად მივიჩნევთ: ა/მოთამაშეს (როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა), ბ/ მწვრთნელს, გ/ მსაჯს, დ/ რაგბის ფუნქციონერს (როგორც კლუბის, ასევე რაგბის კავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებს) და ე/ გულშემატკივარს.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები, გამგეობა და პრეზიდენტი ხელმოწერით ვადასტურებთ ქვემოთმოყვანილი დეკლარირებული პრინციპებისადმი ერთგულებას და მზადყოფნას დავიცვათ და მუდამ უზრუნველვყოთ მათი დაცვა:

1. არ ავნო, არ მიაყენო შეგნებულად ტრავმა, არ დაამცირო

2. პატივი ეცი რაგბის მონაწილეების ღირსებას

3. წაახალისე თანაგუნდელი, დააფასე მეტოქის კარგი თამაში

4. დაემორჩილე წესებს, იმისდა მიუხედავად ეთანხმები თუ არა მათ

5. თამაშის წესები გამოიყენე მხოლოდ კარგი და უკეთესი თამაშისათვის და შედეგს ამ გზით მიაღწიე

6. გახსოვდეს, მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, ეცადე უკეთესი გახდე გაცნობიერებული შრომისა და გამოცდილების შეძენის შედეგად

7. არასოდეს არავინ წააქეზო არასპორტული აგრესიისკენ

8. ეცადე მიიღო და სხვასაც მიანიჭო სიამოვნება რაგბისგან. იმისათვის რომ სიამოვნება მიიღო, უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა ისწავლო, რომ ისწავლო უნდა გიყვარდეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

picaso
ყველაზე მეტად ის ტეხავს, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტს და მმართველობას თუ სადმე ირჩევენ,ყველგან ჩხუბი,აურზაური და დაუნდობლობაა.სირცხვილია სირცხვილი.
სოსო
რისიც მეშინოდა,ზუსტად ის ხდება.რაგბში ფულის შემოსვლაეა საჭირო,ვირთხების გაჩენა მოჰყვა.ახლა აღარ გაჩერდებიან,სანამ ბოლომდე არ გამოხრავენ.გია ნიჟარაძეა საჭირო,მაგრამ ვინღა მოუშვებს.ალბათ აღარც თვითონ მოინდომებს,ამ სიდამპლეში დაბრუნებას.პირველი ცუდი ნიშანი,მის წინააღმდეგ ინტრიგების აგორება იყო და ახლა უკვე ცხადად ჩანს,რა აინტერესებდათ.შედეგებიც უკვე ცხადად ჩანს, ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე.საქმის აწყობა,ძალიან ძნელი საქმეა.აწყობილის მართვა,ბევრს ადვილი ჰგონია და თანაც შემოსავლიანი.არადა ესეც,ცოდნას და კვალიფიკაციას მოითხოვს.თუმცა ეს რომ იცოდე,მაგასაც კვალიფიკაცია სჭირდება.ამბიციები და ფულის სიყვარული კი,სულ არ საჭიროებს კვალიფიკაციას და მიდიი!ბზარის გაჩენა,ადვილი საქმეა,მისი გამთლიანება კი,თითქმის შუძლებელი.კვალი მაინც რჩება.ქართული რაგბი,ალბათ მაინც განვითარდება,რადგან ჩვენს სულსა და გულს მოერგო,მაგრამ ძალიან შენელდება და ღმერთმა არ ქნას,ფეხბურთის ბედი გაიზიაროს
ინტელექტ ჯგერენაია .
აბუსერიძის შემხედვარე მეც თავისუფლად შემეძლო არჩევნებში მონაწილეობა.

საინტერესო ის არის, რომ.ორივე მხარემ წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არ ჩაატარა. როდესაც არჩევნების თარიღი მოახლოვდა, მერე მოითხოვეს მისი გადადება საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ახლა კი გამოვიდნენ და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. სვანიძის გუნდი ეხლა რომ გამოდის და გვესაუბრება, სად იყვნენ აქამდე? აბუსერიძის მხარის მოქმედებებს ელოდნენ, რომ ხმა ამოეღოთ? მათი პოზიცია შევარდნაძის მთავრობისავით არის - თუ არ გინდათ ისინი მოვიდნენ, ჩვენ აგვირჩიეთო. რომ აუჩემებიათ სარაგბო თემი და ოჯახიო, მთელი ამ სიტუაციით ორივე მხარე სწორედ ქართული რაგბის მომავალს აზიანებს.
mitro
ძალიან გთხოვთ ნუ ამოსვრით რაგბსაც ტალახში, ნუ მოკლავთ და გააუბედურებთ ამ სახალხო თამაშს ფეხბურთივით!!! თორემ ნახეთ ფეხბურთი რა დონეზეა ოდესღაც წარმატებული სპორტის სახეობა დღესაც ვერ დალაგდა და ვერ ამოვიდა იმ ჭაობიდან სადაც ჩაგვიყვანა ზუტად ესეთმა სავარძლის გაზულუქებული ჩინოვნიკების ამბიციებმა!!!
ბმბ
ნიჟარაძე რა, სამართლიანად გაუშვით? იგივე ბედი გელით თქვენც.
kaxa
es yvelaperi kargia da martla tu aghiarebt amas datmet savardzlebi jer marto msoplioze chavardnis gamo unda gadamdgariyavit batono gocha (rom icodet arcert tqven konkurents ar vicnob da arc maintereseben im dromde vidre ragbs sasiketod ar gamoadgebian) tqveni mxridan upretenziot wasvla uqneboda am aseulebebis mxardacheris demonstrireba uchvenet magalitibrom matac rom moucevt wasvla skams ar chaebghauchon bolo bolo ragbi arc tqvenit da tqveni konkurentebit dacyebula da arc damtavrdeba nu gaipuchebt urtiert damokidebulebas xvalac am qveyanashi am qalaqshi am moedanze unda shexvdet ertmanets.
მთ
ამათ შეხედეთ, გაზულუქებული ჩინოვნიკები!
emigranti
რაგბი მისი შინაგანი სისუფთავის გამო მიყვარს და ძალიან გთხოვთ ნუ ააყროლებთ სიტუაციას. ობიექტური არჩევნები ჩაატარეთ და გაუმარჯვოს მოგებულსაც და წაგებულსაც. ერთად დადეგით და ააყვავეთ ჩვენი რაგბი თუ შეგიძლიათ, ერთმანეთს კი არ გადაეკიდოთ.
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად