rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალურმა დირექტორ-თავმჯდომარე სტანისლავ დრუჟინინმა თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, - იტყობინება rugger.info.

"მხარეებმა, რაგბის პროპაგანდის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი შემდგომი განვითარების, ერთობლივი შესაძლო ტურნირების ჩატარების და ბავშვთა და ჭაბუკთა სპორტის დონეზე კონტაქტების შესახებ საკითხები განიხილეს.

მიმდინარეობდა განხილვა სპეციალისტების გამოცდილების გაცვლის, აგრეთვე ფუნქციონერთა და მწვრთნელთა სტაჟირების გავლის მიმართულებით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
მივმართავ ჩვენს მამაც მორაგბეებს და რაგბში ჩართულ პატრიოტ ხალხს:
დროულად ჩაატარეთ პრეზიდენტის არჩევნები და რაც შეიძლება მალე მოაშორეთ ეს კაცი ქართული რაგბის სათავეებს! სხვაგვარად, ჩვენი რაგბის რეგრესი ახლო მომავალში გარდაუვალია! იმის მაგივრად რომ იზრუნოს რათა ჩვენი მომავალი და იმედისმომცემი თაობა მოაწყოს განვითარებულ სარაგბო ქვეყნებში, ეს კაცი ეტმასნება რაგბის საზომებით მაჩანჩალა და ჩვენთვის არაფრისმომცემ რუსებს, რასაც შედეგად მოჰყვება ჩვენი დაკნინება
qomagi
01:22 16-03-2020
5
ამ კაცმა რაგბის პრეზიდენტად რომ ვერ ივარგა ისედაც დავინახეთ, მაგრამ ნაღდად არ მეგონა ჭკუის ამ დონის დეფიციტს თუ განიცდიდა...შე კეთილმოკითხული არ გეყო XV-ით ერთხელ რომ მიქარე რუსებთან და ეხლა ახალგაზრდა თაობა გინდა გახრწნა მაგათთან ურთიერთობით???? თუ ასე ძალიან გინდოდა ჩვენზე სუსტ სარაგბო ქვეყანასთან დაძმობილება დაილია ევროპაშო ქვეყნები??? გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი ან თუნდაც ბელგია...ვინ ხართ ეს სულით ხორცამდე რუსეთუმეები რომ ვეღარ გამოხვედით ამ საბჭოეთიდან??? მალე მოაშორეთ ეს ვიინდარა ფედერაციიდან!!!!!
პაატა
03:42 16-03-2020
3

სიახლეები პოპულარული