აღდგომას ლელობურთს საქართველოს ნაცვლად ბელარუსში ითამაშებენ

AutoSharing Option
როგორც იცით, კორონავირუსის გამო აღდგომას შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართება, თუმცა ბელარუსში ჩატარდება, სადაც ეპიდემიას შედარებით ნაკლებად უფრთხიან. ამის შესახებ ინფორმაცია rugger.info-მ გაავრცელა.

ბრესტელი მორაგბეები 19 აპრილს კავკასიურ უიქენდს ბელოვეჟის ტევრში გამართავენ

"დიდი ხანია გვინდოდა, ამ იდეისთვის ხორცი შეგვესხა. იმდენი დამიწერია და წამიკითხავს ამის შესახებ. ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენი მონაწილე შევიკრიბებით. ვფიქრობ, პირველ ჯერზე რაგბის მატჩის მონაწილეებზე მეტი არ ვიქნებით. თუმცა მე იდეა მომწონს, იმათაც კი, ვინც პირველად მიიღებს მსგავს გამოცდილებას. ასე რომ, ვიდრე სეზონი არ დაწყებულა, "კავკასიური
უიქენდის" ბელოვეჟის ტევრში გამართვა გადავწყვიტეთ - ქართული სუფრით, თამაშებით, ტრადიციებით", - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მაქვს ბელორუსიის მიმართ სიმპათიები. კიბატონო, ლუკაშენკოა, კომუნიზმი და ავტორიტარიზმია იქ, მარა რაღაც როგორ უკრაინის მიმართ ვარ დადებიტად განწყობილი ,ისე ბელორუსიის მიმართაც.
კარგია, თუ კარგი ურთიერთობები გვექნებამ როგორც სპორტული ისე არასპორტული მიმართულებით
ირაკლი
13:29 16-04-2020
0
ჩვენც მოვაწყოთ ბელორუსიის დღეები, როცა გვეწვევიან ფეხბურთელები.
Caruzo9
23:05 14-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული