მართალია, კორონავირუსის გამო შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართა, მაგრამ ბელარუსში "უნიას" მორაგბეებმა ითამაშეს და მისი ტრადიციად დანერგვის სურვილი აქვთ.
ქართულ ხალხურ თამაშს ბელარუსში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს
"ეს ბელოვეჟის ტევრში ჩატარებული მეორე კავკასიური პიკნიკია. მასში მონაწილეობა მორაგბეებმა და ჩვენმა მეგობრებმა მიიღეს. იყო თამაში, კარგი სუფრა და ნამდვილი მეგობრული ატმოსფერო. ყველას ძალიან მოეწონა.
ყველაფრის ისე გაკეთებას ვეცადეთ, როგორც საქართველოშია. ჩვენ თვითონ ხელით შევკერეთ ბურთი, ქვიშით და ნახერხით გავავსეთ, რათა 16-კილოგრამიანი გამხდარიყო. ეს ლელობურთის თამაშის პირველი ცდაა და ტრადიციად იქცევა. იყო ზღვა
ემოციები, თამაში ხომ ძალიან არაჩვეულებრივია. წესები თითქმის არ არის და სტრატეგიაც არავინ იცის.
ორ გუნდად დავიყავით, ორი ზონა გავაკეთეთ, სადაც ბურთი უნდა შეგვეტანა. თავიდან ისე მოჩანდა, რომ რომელიმე გუნდისთვის გამარჯვება შეუძლებელი იყო - ყველა მხრიდან ზეწოლა, მძიმე ბურთით გაქცევა ძნელი იყო. გეწეოდნენ და გაქცევდნენ, წამოდგომა გიჭირდა. ბრძოლას ვერ გაექცევი, შესვენების საშუალება არა გაქვს, რამეთუ მოედანზე ცოტანი ვიყავით.
მოკლედ, მაქსიმალური კარდიოდატვირთვა მივიღეთ. მთავარი სულიერი სიმხნევეა. როდესაც ძალები გტოვებენ, მხოლოდ სულიერი სიმტკიცე და გამარჯვებისადმი ლტოლვა გრჩება. ასეთ შემთხვევაში თამაშში რჩები და ბურთს წინ მიათრევ. საბოლოო ჯამში, დავიღალეთ, მეტოქემ კი ლელო გაიტანა და გაიმარჯვა. ერთმანეთს გადავეხვიეთ და ზეიმი გავაგრძელეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გვინდა წავივარჯიშოთ და ვითამაშოთ.
ეს თამაში ტრადიციული უნდა გახდეს. მეტიც, გვინდა უფრო მასშტაბურად ქალაქში ჩავატაროთ. შესაძლოა, ეს ათას წელში ერთადერთი შემთხვევა იყოს, როდესაც ლელობურთი საქართველოში კი არა, ბრესტში ვითამაშეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ჩვენ თამაშის ტრადიციას და კულტურას დავიცავთ", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.
წარმატებები!!!
იმედია ისიამოვნეს და რაგბის განვითარებაშიც დაეხმარებათ!!!
გურულები არ აწყენდათ მრჩევლებად :)
დღესდღეობით სავაჭრო ობიექტის შენობაში უშვებენ სახეზე მხოლოდ პირბადე გაკეთებულ მომხარებელს.ხომ შეიძლება მას ეს პირბადე დიდი ხნის წინ, ან ჰქოდეს რამოდენიმე საათის შეძენილი და მისი ცხვირ-პირის სისველით დაინფიცირებული იყოს.გაკეთებული პირბადის რამოდენიმეჯერ გასწორების ან უბრალოდ მისი შეხების შემდეგ ინფექცია უცბად გადადის ხელზე,მომხმარებელი მაღაზიაში შესვლისას რა თქმა უნდა ეხება კარების სახელურს თავისი დაინფიცირებული ხელით,შიგნით მაღაზიაში კი კვლავ ეხება მისთვის სასურველ შესასყიდ ან მრავალ სხვადასხვა ნივთს,თავისი ხელებით.აუცილებელია,ყველგან საყოველთაოდ იძულებით ხდებოდეს მომხმარებლის მიერ შენაძენი სულ ახალი პირბადეებისა და ასევე ახალი ხელთათმანების,ადგილზე,სავაჭრო ობიექტის შესასვლელ კარებთან გაკეთება,მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ის,რაც ახლა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ხდება-არის ჟარგონული ქუჩის ენით "პაკაზუხა" ან ფოკუზი.დავიჯერო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა და ჩვენმა პრემიერ მინისტრმა ამდენი არ იციან? იციან და უბრალოდ ყველა ჩვენთაგანს გვაბოთავებენ.
მიმდინარეობს ჩვენი დაშინება,პანიკის გავრცელბა ამ დაავადების ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შესახებ- მოსახლეობისთვის მოაწყვეს კარანტინი,საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, უშუალოდ თავად ამ ყველაფრის მომწყობი მთავრობა კი არის დაუდევარი ... ??? მოდი და ნუ იფიქრებ,რომ ეს ყველაფერი ყალბია, როგორ არ უნდა იფიქრო, რომ მიმდინარეობს სასწავლო ღონისძიებები რაღაც ძალიან სერიოზულ მოვლენის მოლოდინით და რომ მოწმდება ხალხის მორჩილება.