გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ორშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება, სწორედ იქ უნდა მიიღონ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ბევრი რამ სწორედ ორშაბათს გაირკვევა.

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე 2016 წელს შეცვალა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში თბილისში ჩატარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა მსოფლიოს თასზე, სადაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება, რაც პრაქტიკაში უკვე ხორციელდება.

რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელსაა დაგეგმილი. იგი აქამდეც უნდა გამართულიყო, 30 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა 24 თებერვლისთვის გადაიდო. რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დიმიტრი კალანდაძის განცხადებით, იანვარში არჩევნების ვადის გადაწევის თხოვნით მათ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება."

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

მოვიდა 24 თებერვალი და არჩევნები მაინც არ შედგა - ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახლდათ. კენჭს ზემოთ დასახელებული სამი კანდიდატი იყრიდა. არჩევნები გაზაფხულისთვის იგეგმებოდბა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ ჩაშალა.

გოჩა სვანიძის 30 ივლისის განცხადების შემდეგ კი, ცხადია, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. იგი გადადგომის მიზეზზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. როგორც აღვნიშნეთ, 3 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე გაირკვევა ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს არჩევნებამდე და როდის გაიმართება ის. ერთი რამ გარკვეულია - რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

წყარო: lelo.ge

ამის წასვლა ერთია და მეორე უფრო მთავარი - დარჩა ერთადერთი უალტელრატივო კანდიდატი, რომელსაც მხარს მოთამაშეები უჭერენ , მაგრამ მისი ხედვა დღეს ქართული რაგბის განვითარებაზე, სასწრაფოდ მისაღებ გადაწყვეტილებებზე და კიდევ უამრავ საკითხზე, უცნობია. ამიტომ ქართული რაგბის მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიჯნაზე მყოფი, ვეჭვობ, ნორმალური ხელმძღვანელის ხელში აღმოჩნდეს.
გოგა
ერთმა კაცმა გადაყენა ეს და ის ერთი კაცი დანიშნავს ვისაც უნდა იმას:) ისე ჩვენი რაგბი რეგრეს,რო განიცდის ფაქტია.
ლაშა
ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად!
სოსო
გადადგომა კი არა,არჩევნები უნდა დაენიშნა.ამის საშუალება,უკვე იყო.ეს დემარშს უფრო ჰგავს.ფაქტია,რომ რაგბის სამყაროში არეულობაა.ალბათ ადრეც ხდებოდა ეს,მაგრამ ახლა გარეთ გამოჟონა და საკმაოდ უსიამოვნოა.ალბათ სჯობდა,უფრო უხმაუროდ მომხდარიყო ეს ყველაფერი.ჩემი აზრით გოჩა სვანიძეს წარმატებებიც ჰქონდა,მაგრამ უკანასკნელმა წარუმატებელმა მსოფლიოს თასმა,კრიტიკა გაამძაფრა,უსაფუძვლო ბრალდებებიც იყო და საფუძვლიანიც.როგორც გულშემატკივარი,მადლობას ვუხდი იმისათვის,რაც შესძლო, რაც გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.რაგბის სამყაროს კი,სიტუაციის დალაგებას და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.ფაქტია,რომ რაღაც ახალი მიდგომებია საჭირო.
koachich
გააჩნია ვისთვის
Musenbezi
ეს აქ როგორ მოხვდა ეგაა გასაკვირი!!!
x
გადადგა კი არა გადააყენეს,იმიტომ რომ აბუსერიძე მოიყვანონ ქოცებმა სათავეში საარჩევნოთ.............ერთი ბავშვობის დროინდელი სიტყვა გამახსენა სვანაძის სურათმა "ბერტყვი"
toma
ალილუია!!! 4 წლიანი უძრაობის ხანა დასრულდა ქართულ რაგბში, ფაქტია ბევრად უკან არის წასული ქართული რაგბი ვიდრე მის მოსვლამდე იყო, იმედია მომავალი პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს ბევრად მეტს შეძლებს და დაგვიბრუნებს წარმატებებს...
ზაზა
ძალიანაც კარგი თუ გადადგა ! კრიზისის დასახელება ძალიან პირობითი განმარტებაა. იქნებ დააზუსტოს პრეზიდენტყოფილმა რა კრიზისზეა საუბარი ? ფინანსური, დაჯგუფებებს შორის, პრქზიდენტობის კონკურენტებს შორის, ნაკრებში თაობის ცვლის თუ სხვა რამ.. ეჭვი მაქვს სადაც ფინანსები იყო იქ უნდოდა პრეზიდენტყოფილს და ბიუჯეტის გამოცარიელების გამო ( მაგიტომაც არ/ვერ ტარდება ჩემპიონატი ) სახეირო არაფერია და მიატოვა ფედერაცია.
ლუარსაბი
აუფ. ჩავიცვით შავები და ეგ არი))))
Lll
თუ გადადგა ძალიან კარგი, არაფერი სარგებელი არ მომხდარა მისი პრეზიდენტობისას, პირიქით ....
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში 3 კანდიდატი დარეგისტრირდა
ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!
რ/კ-ის პრეზიდენტმა პირველი არხის განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა
"საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რაგბის კავშირს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
რას მოიცავს რაგბის კავშირის შეთანხმება "პირველ არხთან" ?
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
"აქვა გეო" საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]