რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

AutoSharing Option
გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ორშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება, სწორედ იქ უნდა მიიღონ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ბევრი რამ სწორედ ორშაბათს გაირკვევა.

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე 2016 წელს შეცვალა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში თბილისში ჩატარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა მსოფლიოს თასზე, სადაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის
რაგბის კავშირთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება, რაც პრაქტიკაში უკვე ხორციელდება.

რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელსაა დაგეგმილი. იგი აქამდეც უნდა გამართულიყო, 30 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა 24 თებერვლისთვის გადაიდო. რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დიმიტრი კალანდაძის განცხადებით, იანვარში არჩევნების ვადის გადაწევის თხოვნით მათ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება."

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

მოვიდა 24 თებერვალი და არჩევნები მაინც არ შედგა - ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახლდათ. კენჭს ზემოთ დასახელებული სამი კანდიდატი იყრიდა. არჩევნები გაზაფხულისთვის იგეგმებოდბა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ ჩაშალა.

გოჩა სვანიძის 30 ივლისის განცხადების შემდეგ კი, ცხადია, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. იგი გადადგომის მიზეზზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. როგორც აღვნიშნეთ, 3 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე გაირკვევა ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს არჩევნებამდე და როდის გაიმართება ის. ერთი რამ გარკვეულია - რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.





მკითხველის კომენტარები / 11 /
ამის წასვლა ერთია და მეორე უფრო მთავარი - დარჩა ერთადერთი უალტელრატივო კანდიდატი, რომელსაც მხარს მოთამაშეები უჭერენ , მაგრამ მისი ხედვა დღეს ქართული რაგბის განვითარებაზე, სასწრაფოდ მისაღებ გადაწყვეტილებებზე და კიდევ უამრავ საკითხზე, უცნობია. ამიტომ ქართული რაგბის მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიჯნაზე მყოფი, ვეჭვობ, ნორმალური ხელმძღვანელის ხელში აღმოჩნდეს.
: )))))))
31 ივლისი 2020 10:04
0
ერთმა კაცმა გადაყენა ეს და ის ერთი კაცი დანიშნავს ვისაც უნდა იმას:) ისე ჩვენი რაგბი რეგრეს,რო განიცდის ფაქტია.
გოგა
31 ივლისი 2020 00:23
3
ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად!

ლაშა
30 ივლისი 2020 16:32
67
გადადგომა კი არა,არჩევნები უნდა დაენიშნა.ამის საშუალება,უკვე იყო.ეს დემარშს უფრო ჰგავს.ფაქტია,რომ რაგბის სამყაროში არეულობაა.ალბათ ადრეც ხდებოდა ეს,მაგრამ ახლა გარეთ გამოჟონა და საკმაოდ უსიამოვნოა.ალბათ სჯობდა,უფრო უხმაუროდ მომხდარიყო ეს ყველაფერი.ჩემი აზრით გოჩა სვანიძეს წარმატებებიც ჰქონდა,მაგრამ უკანასკნელმა წარუმატებელმა მსოფლიოს თასმა,კრიტიკა გაამძაფრა,უსაფუძვლო ბრალდებებიც იყო და საფუძვლიანიც.როგორც გულშემატკივარი,მადლობას ვუხდი იმისათვის,რაც შესძლო, რაც გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.რაგბის სამყაროს კი,სიტუაციის დალაგებას და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.ფაქტია,რომ რაღაც ახალი მიდგომებია საჭირო.
სოსო
30 ივლისი 2020 14:42
21
ეს აქ როგორ მოხვდა ეგაა გასაკვირი!!!
Musenbezi
30 ივლისი 2020 14:23
7
გადადგა კი არა გადააყენეს,იმიტომ რომ აბუსერიძე მოიყვანონ ქოცებმა სათავეში საარჩევნოთ.............ერთი ბავშვობის დროინდელი სიტყვა გამახსენა სვანაძის სურათმა "ბერტყვი"
x
30 ივლისი 2020 14:21
7
ალილუია!!! 4 წლიანი უძრაობის ხანა დასრულდა ქართულ რაგბში, ფაქტია ბევრად უკან არის წასული ქართული რაგბი ვიდრე მის მოსვლამდე იყო, იმედია მომავალი პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს ბევრად მეტს შეძლებს და დაგვიბრუნებს წარმატებებს...
toma
30 ივლისი 2020 14:03
7
ძალიანაც კარგი თუ გადადგა ! კრიზისის დასახელება ძალიან პირობითი განმარტებაა. იქნებ დააზუსტოს პრეზიდენტყოფილმა რა კრიზისზეა საუბარი ? ფინანსური, დაჯგუფებებს შორის, პრქზიდენტობის კონკურენტებს შორის, ნაკრებში თაობის ცვლის თუ სხვა რამ..
ეჭვი მაქვს სადაც ფინანსები იყო იქ უნდოდა პრეზიდენტყოფილს და ბიუჯეტის გამოცარიელების გამო ( მაგიტომაც არ/ვერ ტარდება ჩემპიონატი ) სახეირო არაფერია და მიატოვა ფედერაცია.
ზაზა
30 ივლისი 2020 13:45
5
აუფ. ჩავიცვით შავები და ეგ არი))))
ლუარსაბი
30 ივლისი 2020 13:41
7
თუ გადადგა ძალიან კარგი, არაფერი სარგებელი არ მომხდარა მისი პრეზიდენტობისას, პირიქით ....
Lll
30 ივლისი 2020 13:05
9
გააჩნია ვისთვის
koachich
30 ივლისი 2020 14:33
4

სიახლეები პოპულარული