რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

AutoSharing Option
გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ორშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება, სწორედ იქ უნდა მიიღონ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ბევრი რამ სწორედ ორშაბათს გაირკვევა.

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე 2016 წელს შეცვალა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში თბილისში ჩატარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა მსოფლიოს თასზე, სადაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის
რაგბის კავშირთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება, რაც პრაქტიკაში უკვე ხორციელდება.

რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელსაა დაგეგმილი. იგი აქამდეც უნდა გამართულიყო, 30 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა 24 თებერვლისთვის გადაიდო. რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დიმიტრი კალანდაძის განცხადებით, იანვარში არჩევნების ვადის გადაწევის თხოვნით მათ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება."

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

მოვიდა 24 თებერვალი და არჩევნები მაინც არ შედგა - ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახლდათ. კენჭს ზემოთ დასახელებული სამი კანდიდატი იყრიდა. არჩევნები გაზაფხულისთვის იგეგმებოდბა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ ჩაშალა.

გოჩა სვანიძის 30 ივლისის განცხადების შემდეგ კი, ცხადია, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. იგი გადადგომის მიზეზზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. როგორც აღვნიშნეთ, 3 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე გაირკვევა ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს არჩევნებამდე და როდის გაიმართება ის. ერთი რამ გარკვეულია - რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.





მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ გადადგა ძალიან კარგი, არაფერი სარგებელი არ მომხდარა მისი პრეზიდენტობისას, პირიქით ....
9
ალილუია!!! 4 წლიანი უძრაობის ხანა დასრულდა ქართულ რაგბში, ფაქტია ბევრად უკან არის წასული ქართული რაგბი ვიდრე მის მოსვლამდე იყო, იმედია მომავალი პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს ბევრად მეტს შეძლებს და დაგვიბრუნებს წარმატებებს...
toma
14:03 30-07-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული